,, თუ ღალატს ნიშნავს და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ჩვენც გაგვაგებინეთ” – ქეთი ქურდოვანიძე

ლიტერატურათმცოდნე ქეთი ქურდოვანიძე სოციალურ ქსელში წერს:
,,არ ვიცი ეს ფინანსური იწილო-ბიწილო, ვიცი ერთი რამ, ვიტანთ კოლექტიურ ბესელია-გახარიებს, პროცესი რომ არ დაზიანდეს, და თუ ისეთი პრინციპული მნიშვნელობის არ არის ახლა და ამ გადამწყვეტ მომენტში ეს დაფინანსების თემა, იქნებ შეიკავოთ თავი და მოგვიანებით განიხილოთ და თუ ღალატს ნიშნავს და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ჩვენც გაგვაგებინეთ. მორალზე არგუმენტები არ მაინტერესებს. მაგას რომ ჩავუღრმავდეთ, ყველას გვექნება რაღაც ზადი, ამიტომ ან გაჩერდით და პიარი ამ გველეშაპების დამარცხების შემდეგ ააგორეთ, ან ახლავე გაემიჯნეთ მოღალატეებს და ჩვენც გაგვაცანით ამ ღალატის ანატომია. რას ჰგავს მართლა ეს – თანამებრძოლთა ხელჩართული ომი, თითქმის ბოლოში ვართ გასული.”

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მახაშვილი – ჩვენი სურვილია, საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება იანვრისთვის მიიღოს – რადგან სარჩელი რადიკალურად არ იცვლება, იმედი გვაქვს, სასამართლოს დამატებით დრო არ დასჭირდება

ლაშა წიკლაური: რომ არა ვილი სანიოლი, გიორგი გვესელიანის შესახებ დღეს საქართველოს მონახლეობის 99.9%-ს არაფერი ეცოდინებოდა, რადგან ის იქნებოდა ფეხბურთელი, რომელსაც ეროვნულ ნაკრებში ერთი მატჩიც არ ექნებოდა ჩატარებული