ევროკავშირი გამოვა სანქციათა ახალი პაკეტით რუსეთის “ჩრდილოვანი ფლოტის” წინააღმდეგ

ევროკავშირი აცხადებს, რომ შემოიღებს სანქციათა დამატებით პაკეტს ს ე.წ. “ჩრდილოვანი ფლოტის” წინააღმდეგ – მას შემდეგ, რაც მორიგ ჯერზე დაზიანდა ელექტროსადენი ბალტიის ზღვაში, ფინეთის ხელისუფლებამ კი ნავთობის ტანკერი დააკავა. ამის შესახებ ნათქვამია ევროკომისიის და ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერის, კაია კალასის ერთობლივ განცხადებაში.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ “ჩრდილოვანი ფლოტის” ხომალდები საშიშროებას უქმნის უსაფრთხოებასა და გარემოს და, ამავდროულად, ისინი რუსეთის სამხედრო ბიუჯეტს აფინანსებს.
25 დეკემბერს ბალტიის ზღვაში წყვეტა მოხდა ელექტროსადენ Estlink 2-ის მუშაობაში, რომელიც ესტონეთს და ფინეთს აკავშირებს ერთმანეთთან. წინასწარი შეფასებით, სადენის დაზიანება, სავარაუდოდ, გამოიწვია რუსეთის “ჩრდილოვანი ფლოტის” ნავთობის ტანკერის ღუზამ. ხომალდის დაკავების შემდეგ ღუზა ვერ აღმოაჩინეს. ინციდენტს ვანდალიზმის აქტის კვალიფიკაციით იძიებენ.
26 დეკემბერს დროებით შეაჩერეს ხომალდების მოძრაობა ბოსფორის სრუტეში, ორივე მიმართულებით, პანამის დროშით მცურავი და ნოვოროსიისკისკენ მოძრავი ტანკერის, Cordelia Moon-ის დაზიანების გამო. ამ ხომალდს რუსეთის “ჩრდილოვან ფლოტს” მიაკუთვნებენ.
რუსეთის “ჩრდილოვანი ფლოტის” წინააღმდეგ შეზღუდვები შევიდა ევროკავშირის სანქციების მე-15-ე პაკეტში, რომელიც 16 დეკემბერს დამტკიცდა. სიაში მოხვდა კიდევ 52 ხომალდი ქვეყნებიდან, რომლებიც, როგორც იუწყებიან, განაპირობებენ რუსეთის ენერგეტიკული სექტორის მხარდაჭერას და კავშირი აქვთ საომარი ტექნიკის გადაზიდვებთან რუსეთის არმიისთვის. საერთო ჯამში ევროკავშირის სანქციების სიაში მოხვედრილი ხომალდების რიცხვი 79-მდე გაიზარდა. ამ ხომალდებს ეკრძალება ევროკავშირის პორტებში შესვლა და მომსახურების მიღება ევროპული კომპანიებისგან.
ექსპერტთა შეფასებით, “ჩრდილოვანი ფლოტის” ტანკერების მეშვეობით ხორციელდება რუსეთის ნავთობის თითქმის 70 პროცენტის ექსპორტი.
“ჩრდილოვანი ფლოტი” წარმოადგენს სანქციებისთვის თავის არიდების ზომას ქვეყნებისთვის, რომლებსაც აკრძალული აქვთ ნავთობით ვაჭრობა, ან, როგორც რუსეთის შემთხვევაში, ვაჭრობაზე შეზღუდვები აქვთ დაკისრებული (კერძოდ მაქსიმალური ფასის განსაზღვრით).

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სარჯველაძე ჩანაცვლებით თერაპიაზე – ყველა ბენეფიციარმა, ვინც მოგვმართა, ნორმალურ პირობებში მიიღო სერვისი – ინციდენტებსაც ჰქონდა ადგილი, რაც მეტყველებს, რომ კერძო სექტორში მიწოდებული სერვისი მნიშვნელოვანი ნაკლოვანებებით ხასიათდებოდა

„ნაციონალური მოძრაობა“ – სრულ სოლიდარობას და მხარდაჭერას ვუცხადებთ არასამთავრობო ორგანიზაციების ყველა იმ წევრს, რომლებსაც დღეს ივანიშვილის მარიონეტებმა ახალი რეპრესიების ტალღა დაუანონსეს

„ლელო – ძლიერი საქართველო“ – ანტიკორუფციული ბიურო დღეს „ქართული ოცნების” კორუფციის მთავარ მცველად არის ქცეული – ხელისუფლებიდან ივანიშვილის ბანდის განდევნის შემდეგ გავაუქმებთ ქვეყნისა წინააღმდეგ მიმართულ ყველა საკანონმდებლო ნორმას