გრიგოლ ლილუაშვილი საქართველოში აზერბაიჯანის ელჩს შეხვდა და აქტაუსთან მომხდარი ავიაკატასტროფის გამო მიუსამძიმრა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი აზერბაიჯანის საელჩოში იმყოფებოდა, სადაც საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ფაიგ გულიევს შეხვდა და ქალაქ აქტაუსთან მომხდარი „აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავის ავიაკატასტროფის გამო მიუსამძიმრა.
აღნიშნულ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ღრმა მწუხარება გამოთქვა ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულების გამო და სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა.

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო ხვიჩია: ნარკოტიკით გარდაცვლილი ყველა ადამიანი არის ჩვენი ხელისუფლების სინდისზე. რის გამოც ეს ადამიანი გარდაიცვალა, ხელისუფლების მოწყობილია. უაზრო ნარკოპოლიტიკით მოკლეს ადამიანი! (ვიდეო)

ტატა ხვედელიანი: ახლა, როდესაც მილოცვები დასრულდა და „ოცნებამ“ პროპაგანდაც აამუშავა, მთავარი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია: რას ცვლის ეს გადაწყვეტილება სისტემურად და რა გარანტია გვაქვს, რომ მომავალ წელს ზუსტად იგივე პრობლემა აღარ განმეორდება?