მომღერალი აჩიკო მეფარიძე სასამართლომ სრულად დამნაშავედ ცნო და 10 000 ლარის ოდენობით ჯარიმა დააკისრა

ლელა ჯუღელზე ძალადობაში ბრალდებული მომღერალი არჩილ მეფარიძე სასამართლომ სრულად დამნაშავედ ცნო და 10 000 ლარის ოდენობით ჯარიმა განესაზღვრა.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ლელა შკუბულიანმა მიიღო.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, არჩილ მეფარიძე დამნაშავედ იქნა ცნობილი ლელა ჯუღელის მიმართ განხორციელებულ როგორც ფიზიკურ ძალადობაში, ასევე მის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარის ნაწილშიც.
მოსამართლემ მეფარიძეს მუქარის ნაწილში 5 000-ლარიანი ჯარიმა, ხოლო ძალადობის ნაწილში 10 000-ლარიანი ჯარიმა განუსაზღვრა, თუმცა, დიდმა სასჯელმა შთანთქა მცირე სასჯელი და საბოლოოს მას 10 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.
სასამართლოს გადაწყვეტილებით კმაყოფილია დაზარალებული.
“ძალიან კმაყოფილი ვარ გადაწყვეტილებით. დიდი მადლობა ბატონ მოსამართლეს, რომელმაც სწორი განაჩენი გამოიტანა”,- განაცხადა ჯუღელმა.
ცნობისთვის, შემთხვევა 2022 წლის 7 აპრილს, ჭავჭავაძის 33-ში მოხდა. დაზარალებული ლელა ჯუღელი აცხადებს, რომ მას მანქანის პარკირების დროს მომღერალი ფიზიკურად გაუსწორდა, ამასთან სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენა.
აჩიკო მეფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ძალადობასა და სიცოცხლის მოსპობის მუქარას გულისხმობს.

ასევე დაგაინტერესებთ

რატი იონათამიშვილი ევროპარლამენტის განცხადებაზე – დღეს რადიკალების აქციაა და ამ ჩავარდნილ აქციას რომ სული შეუბერონ, უქმე დღეს უნდათ სამსახურში გამოიყვანონ აგენტურა – სცენარიც ნაცნობია და შედეგიც: კიდევ უფრო მეტად ჩავარდნა

მამუკა მდინარაძე – ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე უარი თქვენ თქვითო და პროტესტს ამით კვებავდნენ, თურმე „ავტორიტარული მმართველობის“ ბრალია და კურსი უნდა შევცვალოთ – როგორც ჩანს, ვიზალიბერალიზაციით შანტაჟი არ ჭრის და დამატებითი ზომებია საჭირო