არსებობს რისკი, რომ საქართველოში ბელარუსის სცენარი განმეორდეს – ლიეტუვის პრეზიდენტი

ლიეტუვის პრეზიდენტის, გიტანას ნაუსედას განცხადებით, არსებობს რისკი, რომ საქართველოში ბელარუსის სცენარი განმეორდეს.
ამის შესახებ მან საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან სატელეფონო საუბრის შემდეგ X-ზე დაწერა.
„ახლახან ტელეფონით ვესაუბრე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს. გამოვხატე ჩემი ღრმა შეშფოთება საქართველოს დემოკრატიული უკუსვლის გამო. არსებობს რისკი, რომ საქართველოში განმეორდეს ბელარუსის სცენარი.
ლიეტუვა მტკიცედ უჭერს მხარს ევროპარლამენტის რეზოლუციას საქართველოში დემოკრატიული ს ჩატარების შესახებ. ლიეტუვა მტკიცედ დგას ქართველი ხალხის გვერდით ევროკავშირის გზაზე. ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერება ეწინააღმდეგება მათ ნებას და რუსული თამაშია“, – აცხადებს გიტანას ნაუსედა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი სოსიაშვილი: თქვენ ხართ ახალი საქართველოს, ახალი სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი მესაძირკვლე თქვენს გუნდთან ერთად და აგრძელებთ იმ დიდ გზას, რომელიც ჩვენმა დიდმა ერისკაცმა, ბიძინა ივანიშვილმა დასახა

ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო აქტივისტების ახალგაზრდული ჯგუფები – 29 ივნისს გელოდებით პარლამენტთან – მნიშვნელოვანია, მთელ საქართველოს და მსოფლიოს დავანახოთ, რომ ვართ ბევრი, რომ არ შევშინდებით და არ დავნებდებით