სამხრეთ კორეის პარლამენტმა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის იმპიჩმენტს მხარი დაუჭირა

სამხრეთ კორეის პარლამენტმა მხარი დაუჭირა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ჰან დოკ სუს იმპიჩმენტს. მისთვის უნდობლობის გამოცხადებას ხმა მისცა 182-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი არავინ ყოფილა.
ჰანის მიმართ უნდობლობის ვოტუმისთვის კენჭისყრის მიზეზი იყო მისი უარი, დაენიშნა დამატებითი მოსამართლეები საკონსტიტუციო სასამართლოში.
ჰანის გადაყენება არის დროებითი პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენების პირველი შემთხვევა სამხრეთ კორეის ისტორიაში. ჰანი ქვეყნის პრემიერ-მინისტრია და პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი გახდა მას მერე, რა იმპიჩმენტი გამოუცხადეს პრეზიდენტ იუნ სოკ იოლს.
ახლა საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაამტკიცოს იუნის მიმართ გადაწყვეტილება. იმპიჩმენტის გაუქმებისთვის მოსამართლეთა ერთი ხმაც საკმარისია.
ოპოზიციას სურდა, ჰანს მოსამართლეთა რაოდენობა გაეზარდა და სამი კანდიდატურა დაამტკიცა. შედეგად, კოლეგიას ცხრა მოსამართლე ეყოლებოდა. ცხადი გახდა, რომ პრემიერ-მინისტრს და პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს არ გააჩნია არც კვალიფიკაცია და არც ნება, დაიცვას კონსტიტუცია, განაცხადა პარლამენტის ოპოზიციური დემოკრატიული პარტიის ფრაქციის ლიდერმა პაკ ჩან დემ.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

„ჯი-თი გრუპის“ გენერალური დირექტორი – ვაგონების პირველი 4 შემადგენლობა მომავალი წლის ნოემბრიდან დაიწყებს შემოსვლას და 2027 წლის თებერვალში დასრულდება, დანარჩენ ვაგონებს კი 5 წლის განმავლობაში შემოვიყვანთ

ვეფხია კასრაძე – 4 წევრი ვართ „ლელოდან“ დაკავებული და ჩვენ ვართ ქვეყნის მოღალატეები? – არავის ვესხმით თავს და თუ განსხვავებული აზრი და სტრატეგია ღალატია, ამიხსნან და ნამდვილი ღალატი რა არის, ვეტყვი