ზურაბ ჯაფარიძეს 3 წლით იარაღის ტარების უფლება ჩამოერთვა

„გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძეს 3 წლით იარაღის ტარების უფლება ჩამოერთვა.
გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა მიიღო.
როგორც პარტიის პრესსამსახური აცხადებს, ჯაფარიძე ასევე დააჯარიმეს 2 500 ლარით.
საუბარია 2 დეკემბერს ზურაბ ჯაფარიძის დაკავების საქმეზე. 2 დეკემბერს, პროევროპული აქციის დაშლის შემდეგ, პოლიციამ ჭავჭავაძის გამზირზე რამდენიმე მოქალაქე, მათ შორის ზურაბ ჯაფარიძეც დააკავა.
როგორც ნეტგაზეთს „გირჩი – მეტი თავისუფლების“ პრესსამსახურში განუცხადეს, ზურაბ ჯაფარიძეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლისა და 174-ე პრიმა მუხლის მეოთხე ნაწილის დარღვევა ედება ბრალად, რაც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას და „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9, მე-11 და 111 მუხლებით გათვალისწინებული ნორმების დარღვევას. სწორედ ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევების ჩადენისათვის პირს ჩამოერთმევა იარაღის ტარების უფლება 3 წლამდე ვადით.

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო ხვიჩია: ნარკოტიკით გარდაცვლილი ყველა ადამიანი არის ჩვენი ხელისუფლების სინდისზე. რის გამოც ეს ადამიანი გარდაიცვალა, ხელისუფლების მოწყობილია. უაზრო ნარკოპოლიტიკით მოკლეს ადამიანი! (ვიდეო)

ტატა ხვედელიანი: ახლა, როდესაც მილოცვები დასრულდა და „ოცნებამ“ პროპაგანდაც აამუშავა, მთავარი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია: რას ცვლის ეს გადაწყვეტილება სისტემურად და რა გარანტია გვაქვს, რომ მომავალ წელს ზუსტად იგივე პრობლემა აღარ განმეორდება?