გერმანიის პრეზიდენტმა ბუნდესტაგი დაშალა – ვადამდელი არჩევნები 23 თებერვალს ჩატარდება

გერმანიის ფედერალურმა პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა დაშალა ქვეყნის პარლამენტი – ბუნდესტაგი და საკანონმდებლო ორგანოს ახალი, ვადამდელი არჩევნების დღედ როგორც მოსალოდნელი იყო, განსაზღვრა 23 თებერვალი.
შტაინმაიერმა თქვა, რომ ახალი არჩევნები ქვეყნის კეთილდღეობისთვის სწორი გზაა. მან მოუწოდა პარტიებს წინასაარჩევნო ბრძოლის დროს ურთიერთპატივისცემისკენ, სამართლიანი და პრობლემების მოგვარებისკენ მიმართული წინასაარჩევნო კამპანიისკენ. სიძულვილს და ძალადობას მასში ადგილი არ უნდა ჰქონდეს, თქვა მან.
ამომრჩევლებს მოუწოდა პრეზიდენტმა, საკუთარი ხმა მისცენ იმის შეგნებით, რომ ის გადამწყვეტი იქნება. შტაინმაერმა გაფრთხილება გამოთქვა გარედან გავლენის თაობაზე.
გერმანიის კანცლერს 16 დეკემბერს გამოუცხადეს პარლამენტში უნდობლობა, რასაც მოჰყვა კოალიციის დაშლა და საბოლოოდ ვადამდელი არჩევნების დანიშვნა.
ბუნდესტაგის დაშლა წმინდა ფორმალური აქტია, პარლამენტი გააგრძელეს მუშაობას, იანვარსა და თებერვალში კვლავ გაიმართება მორიგი სხდომები. გერმანიის მთავრობაც აგრძელებს ჩვეულებრივად მუშაობას.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო ხვიჩია: ნარკოტიკით გარდაცვლილი ყველა ადამიანი არის ჩვენი ხელისუფლების სინდისზე. რის გამოც ეს ადამიანი გარდაიცვალა, ხელისუფლების მოწყობილია. უაზრო ნარკოპოლიტიკით მოკლეს ადამიანი! (ვიდეო)

ტატა ხვედელიანი: ახლა, როდესაც მილოცვები დასრულდა და „ოცნებამ“ პროპაგანდაც აამუშავა, მთავარი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია: რას ცვლის ეს გადაწყვეტილება სისტემურად და რა გარანტია გვაქვს, რომ მომავალ წელს ზუსტად იგივე პრობლემა აღარ განმეორდება?