BBC – სამხრეთ კორეის პარლამენტმა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის იმპიჩმენტს მხარი დაუჭირა

სამხრეთ კორეის პარლამენტმა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ჰან დაკ სუს იმპიჩმენტს მხარი დაუჭირა, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ჰან დაკ სუს იმპიჩმენტის სასარგებლოდ ხმა 300-დან 192-მა დეპუტატმა მისცა.
მას შემდეგ რაც სამხრეთ კორეა დემოკრატიული სახელმწიფო გახდა, ეს პირველი შემთხვევაა, როცა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის იმპიჩმენტი განხორციელდა.
პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის პოსტზე ჰან დაკ სუს ფინანსთა მინისტრი, ჩოი სანგ-მოკი ჩაანაცვლებს.
ოპოზიციამ იმპიჩმენტის შუამდგომლობა მას შემდეგ წარადგინა, რაც მან დაბლოკა საკონსტიტუციო სასამართლოს სამი მოსამართლის დანიშვნა, რომლებიც რომლებიც მთავარმა ოპოზიციურმა „დემოკრატიულმა პარტიამ“ წარადგინა.
კორეის საკონსტიტუციო სასამართლო ცხრა მოსამართლისგან შედგება და პრეზიდენტ იუნ სუკ იოლის იმპიჩმენტს მხარი მინიმუმ ექვსმა უნდა დაუჭიროს.
ამჟამად სასამართლოში მხოლოდ 6 მოსამართლეა, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთ-ერთი მათგანის მხრიდან უარის განცხადების შემთხვევაშიც კი იუნ სუკ იოლი თანამდებობიდან გადაყენებას გადაურჩება.
შეგახსენებთ, სამხრეთ კორეის პარლამენტმა 14 დეკემბერს მხარი დაუჭირა პრეზიდენტის იუნ სუკ იოლის იმპიჩმენტს. თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა მიიღოს, რომელიც პირველ საჯარო განხილვას, სავარაუდოდ, მიმდინარე კვირის ბოლოს გამართავს.

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო ხვიჩია: ნარკოტიკით გარდაცვლილი ყველა ადამიანი არის ჩვენი ხელისუფლების სინდისზე. რის გამოც ეს ადამიანი გარდაიცვალა, ხელისუფლების მოწყობილია. უაზრო ნარკოპოლიტიკით მოკლეს ადამიანი! (ვიდეო)

ტატა ხვედელიანი: ახლა, როდესაც მილოცვები დასრულდა და „ოცნებამ“ პროპაგანდაც აამუშავა, მთავარი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია: რას ცვლის ეს გადაწყვეტილება სისტემურად და რა გარანტია გვაქვს, რომ მომავალ წელს ზუსტად იგივე პრობლემა აღარ განმეორდება?