უკრაინის დასახმარებლად, ბრიუსელი ბუდაპეშტის მხარდაჭერის მოპოვებას ცდილობს

ევროკავშირი ცდილობს, უნგრეთი უკრაინის დახმარების აუცილებლობაში დაარწმუნოს. ბრიუსელს სურს ევროკავშირის სრული მხარდაჭერის მოპოვებას, რათა ამ კვირაში დაგეგმილ სამიტზე, ს 50 მილიარდი ევროს (54 მილიარდი დოლარი) დახმარება დაუმტკიცოს, რისთვისაც ბლოკის ყველა წევრის თანხმობაა აუცილებელი.
ეს სთვისაც მტკიცე სიგნალი იქნებოდა, თქვა საინფორმაციო სააგენტო “როიტერთან” გერმანიის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. ევროკავშირის მორიგი სამიტი 14-15 დეკემბერსაა დაგეგმილი.
ბლოკის 27 ქვეყნიდან ფინანსური დახმარების დამტკიცებას მარტო ერთი წევრი აფერხებს, აღნიშნავს ის. გერმანიის მთავრობის წევრი მიანიშნებს უნგრეთზე, რომლის პრემიერ-მინისტრი მოსკოვთან კავშირებით ამაყობს და ს დახმარებას ვეტოთი ემუქრება.
უკრაინა, რომელიც თავს რუსეთის არაპროვოცირებული და უკანონო თავდასხმისგან იცავს, უკვე მეორე მკაცრი ზამთრის პირობებში იბრძვის. კიევისთვის დასავლეთის მხარდაჭერა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგან ამერიკისგან 60 მილიარდი დოლარის დახმარების ბედიც ჯერჯერობით გაურკვეველი რჩება. თეთრი სახლის მიერ წარდგენილი ბიუჯეტი კონგრესს ჯერ არ დაუმტკიცებია.
„ჩვენი მკაფიო მიზანია დავარწმუნოთ ეს სახელმწიფო, რომ უკრაინის დახმარება არის სწორი ინსტრუმენტი ჩვენი ერთიანობის საჩვენებლად და რუსეთისთვის მტკიცე სიგნალის გასაგზავნად. ამას გარდა, მხარს ვუჭერთ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის (ჯო) ბაიდენის ძალისხმევას, შემდგომი აუცილებელი მხარდაჭერის მობილიზებისთვის“, – თქვა გერმანიის ოფიციალურმა პირმა. კითხვაზე, იყო თუ არა სათადარიგო გეგმა, ანუ გეგმა-B, მან განაცხადა: “ჩვენ ფსონს A გეგმაზე ვდებთ”.