აზერბაიჯანის თვითმფრინავი ს საჰაერო თავდაცვის სისტემის ჩამოგდებულია, ამბობენ წყაროები

ბაქოდან წყაროები იუწყებიან, რომ “აზერბაიჯანის ავიახაზების” სამგზავრო თვითმფრინავის კატასტროფის მიზეზი, რომელიც 25 დეკემბერს ყაზახეთის ქალაქ აკტაუსთან ჩამოვარდა, ს საჰაერო თავდაცვის სისტემის ამოქმედება იყო. ცნობას საინფორმაციო სააგენტო “როიტერი” ოთხ წყაროზე დაფუძნებით ავრცელებს, რომლებიც მიმდინარე გამოძიებასთან არიან კავშირში.
თავდაპირველ ვერსიად ჩიტებთან შეჯახების ალბათობა განიხილებოდა. თუმცა, მოგვიანებით დაიწყო საუბარი რუსეთის ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემებზეც, რომელიც ბოლო თვეებში არაერთხელ გააქტიურებულა რუსეთის ტერიტორიაზე, მათ შორის – ჩეჩნეთშიც. სისტემა ირთვებოდა მაშინ, როცა საჭირო ხდებოდა უკრაინული დრონების თავდასხმის მოგერიება.
ბაქო-გროზნოს რეისზე მომხდარ ავიაკატასტროფას 38 ადამიანი ემსხვერპლა, შემთხვევას 29 ადამიანი გადაურჩა. მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანის დედაქალაქიდან აფრენილი სამგზავრო თვითმფრინავი რუსეთის შემადგენლობაში მყოფი ჩეჩნეთის დედაქალაქში ვერ დაჯდა, მან გეზი კასპიის ზღვის გავლით, ყაზახეთის ქალაქ აქტაუს აეროპორტისკენ აიღო.
ამ ეტაპზე გამოძიება, რომელსაც აზერბაიჯანის და ყაზახეთის წარმომადგენლები აწარმოებენ, ჯერ კიდევ გრძელდება. წყაროების ცნობით, კატასტროფის ადგილზე ნაპოვნია პილოტების კაბინის ჩანაწერი.
ბორტზე იყო აზერბაიჯანის 42 მოქალაქე, რუსეთის – 16, ყაზახეთის – 6 და ს – 3 მოქალაქე. აზერბაიჯანმა დაღუპულთა პატივსაცემად, 26 დეკემბერი გლოვის დღედ გამოაცხადა.

ასევე დაგაინტერესებთ

„სფერო ინვესტის“ დირექტორის ადვოკატი – გიორგი მურუსიძე ბრალს არ ეთანხმება, თუმცა არ აპირებს მოქალაქეთა წინაშე ნაკისრი ვალდებულებებისგან თავის არიდებას – აქტიურად მუშაობს, რომ დაზარალებულებისთვის თანხის გადახდა არ გაიწელოს

ვიკა ფილფანი – მთავარი პრობლემა არ არის ის, რომ ინვესტიცია არაბულია, მთავარი პრობლემა კორუფციის მაღალი რისკია, მოგიწოდებთ პასუხები გასცეთ ამ ქვეყნის მოქალაქეებს, რა არის ხელშეკრულების პირობები

მაია ბითაძე გახარიას პარტიას – როდესაც საუბრობთ, თითქოს საჯარო მოხელეების მიმართ რეპრესიები განხორციელდა, ეტყობა არ იცით, რეპრესიები რა არის – თქვენ თუ ჩვენი შეურაცხყოფის ხარჯზე აპირებთ ქულების დაწერას, გარანტიას გაძლევთ, განწირული ხართ