“ჯო უილსონის სიტყვებმა იმედი გამიჩინა” – დათა ჩაჩუა

გერმანული ენის სპეციალისტები და მე-6 სკოლელები საპროტესტო მსვლელობით პარლამენტთან მივიდნენ.
საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მსახიობი დათა ჩაჩუაც იმყოფება. როგორც მსახიობი “პირველებთან” ამბობს, ჯო უილსონის განცხადებამ იმედი გაუჩინა, რომ ივანიშვილის სისხლიანი რეჟიმი დასრულდება.
აქედან სოლიდარობას ვუცხადებ რეჟიმის ყველა პატიმარს. ჩვენი მოთხოვნა არის, რომ ყველა პატიმარი გამოვიდეს და ჩატარდეს ახალი . როდესაც ქვეყანაში ასეთი კრიტიკული მდგომარეობაა და ჯო უილსონის სიტყვები მესმის, იმედი მიჩნდება, რომ საბოლოოდ დასრულდება ივანიშვილის სისხლიანი რეჟიმი და ამდენწლიანი ტანჯვა ქართველი ხალხის”, – ამბობს დათა ჩაჩუა.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ბრიუსელი ვიზას წარმოაჩენს როგორც წყევლას, თითქოს წყევლა იყოს ვიზის აღება – ასე დაწყევლილები ვართ მაშინ ბრიტანეთისგან, ირლანდიისგან, აშშ-სგან! არის ვიზის საჭიროება? – ავიღებთ ვიზას