ბათუმში საპროტესტო აქცია გრძელდება

აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია განახლდა.
მოქალაქეები აცხადებენ, რომ 29 დღეა პროტესტის რეჟიმში იმყოფებიან და ითხოვენ, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს, ამასთან ევროინტეგრაციის პროცესის დაჩქარებას.
“ჩვენი ქვეყნის პარტნიორები აცნობიერებენ, საქართველოში რაც ხდება. მოლოდინი იყო, რომ ქვეყანა ღირსებით უნდა წასულიყო ევროპისკენ, მაგრამ ტყუილი აღმოჩნდა. ვფიქრობთ, რომ გაძლიერდება ზეწოლა ქვეყნის ხელისუფლებაზე ასევე, არაფორმალურ მმართველზე. დარწმუნებული ვარ, რომ აუცილებლად დაინიშნება ვადამდელი არჩევნები და გათავისუფლდებიან უკანონოდ დაკავებულები”,- აღნიშნა ერთ – ერთმა მოქალაქემ აქციაზე.

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო ხვიჩია: ნარკოტიკით გარდაცვლილი ყველა ადამიანი არის ჩვენი ხელისუფლების სინდისზე. რის გამოც ეს ადამიანი გარდაიცვალა, ხელისუფლების მოწყობილია. უაზრო ნარკოპოლიტიკით მოკლეს ადამიანი! (ვიდეო)

ტატა ხვედელიანი: ახლა, როდესაც მილოცვები დასრულდა და „ოცნებამ“ პროპაგანდაც აამუშავა, მთავარი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია: რას ცვლის ეს გადაწყვეტილება სისტემურად და რა გარანტია გვაქვს, რომ მომავალ წელს ზუსტად იგივე პრობლემა აღარ განმეორდება?