მარკეტერების, დიზაინერების, PR სპეციალისტების, შემოქმედებითი ინდუსტრიის წარმომადგენლებისა და გერმანული ენის სპეციალისტების მსვლელობები გაერთიანდა და პარლამენტისკენ გადაადგილდებიან

მარკეტერების, დიზაინერების, PR სპეციალისტების და შემოქმედებითი ინდუსტრიის წარმომადგენლების მარში მსვლელობით თსუ-სთან გერმანული ენის სპეციალისტების აქციას შეუერთდა.
შემდეგ კი ფილარმონიასთან თბილისის მეექვსე გიმნაზიის აქციამდე მივიდნენ.
აქციის მონაწილეები ახლა მსვლელობით პარლამენტისკენ მიემართებიან, სადაც პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას შეერთდებიან.
პარალელურად, სხვადასხვა მსვლელობა იმართება თბილისის მასშტაბით, რომლის საბოლოო დანიშნულების ადგილი ასევე რუსთაველის გამზირია.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – კაცი, რომლის პირობებშიც თვალსაჩინოდ დაიწყო ქართული საგარეო პოლიტიკის რღვევა და სპობა, მივლენილია მნიშვნელოვან ევროპულ დედაქალაქში, რაც მკაფიო სიგნალია, რომ ანტიევროპულობა წარმოადგენს რეჟიმის უპირობო და ურყევ კურსს