შავ ზღვაში მაზუთის ჩაღვრის გამო პუტინმა ფედერალურ დონეზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

რუსეთის პრეზიდენტის განკარგულებით, შავ ზღვაში მაზუთის ჩაღვრის გამო, რაც ქერჩის სრუტეში ტანკერიების ჩაძირვას მოჰყვა, ფედერალური დონის საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა კრასნოდარის ოლქში, – შესახებ იტყობინება, ანექსირებული ს მთავრობის მეთაური, სერგეი აქსიონოვი.
მანამდე, ერთი დღით ადრე, 25 დეკემბერს, რეგიონულ დონეზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა კრასნოდარის ოლქის გუბერნატორმა. აქსიონოვის თქმით, მაზუთის ზღვაში ჩაღვრის შედეგების ლიკვიდაციისთვის გამოიყოფა სახსრები ფედერალური ბიუჯეტიდან.
17 დეკემბრიდან ანაპასა და ტემრიუკში ადგილობრივ დონეზე საგანგებო სიტუაცია უკვე მოქმედებდა. 21 დეკემბერს, როცა ზღვაში ჩაღვრილმა ნავთობპროდუქტებმა სანაპიროს მიაღწიეს, საგანგებო ვითარება გამოცხადდა ქერჩშიც.
ანაპასა და ტემრიუკის რაიონში სანაპიროს წმენდა 54 კილომეტრიან ზოლზე ხდება, მასში მაშველებთან ერთად მოხალისეები არიან ჩართული. სულ მათი რიცხვი ოთხი ათასს აღწევს. უკვე შეგროვებულია ათეულ ათასობით ტონა დაბინძურებული ქვიშა, მისი დიდი ნაწილი გატანილი პლაჟებიდან. „ვოლგონეფტის“ ორმა ტანკერმა, რომლებიც მაზუთით იყვნენ დატვირთული, კატასტროფა განიცადეს ქერჩის სრუტეში 15 დეკემბერს – მთავარი ვერსიით – შტორმის გამო. ბუნების დამცველი ორგანიზაციის Greenpeace-ის თანახმად, თუ ნავთობპროდუქტები დაიღვრება ტანკერებიდან, ეს დაახლოებით რვა ათასი ტონა მაზუთია, ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე უფრო მსხვილი ტექნოგენური კატასტროფა შავ ზღვაში.
ტანკერების ჩაძირვის გამო აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.
გამოცემა ბათუმელები იტყობინებოდა შავ ზღვაში, ს ტერიტორიულ წყლებში, კრასნოდარის მხარეში გარემოსდამცველების მიერ 19 მკვდარი დელფინის გამორიყვის შესახებ. სავარაუდოდ, ეს უკავშირდება რუსული ნავთობტანკერების ჩაძირვას. გამოცემა იმოწმებს, BBC-ის, რომელიც რუსი გარემოსდამცველების ჯგუფის, Delfacenter-ის ექსპერტებზე დაყრდნობით წერს, რომ ეს დელფინების მასობრივი გამორიყვაა. სამეცნიერო-ეკოლოგიური ცენტრი „დელფა“ წერს, რომ გამორიყული დელფინების ნაწილს სხეულზე აღენიშნებათ მაზუთის ფრაგმენტები, ერთ-ერთ მათგანს კი მაზუთის მცირე ფრაგმენტი უპოვეს სასუნთქ გზებში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგი წერეთელი – უვიზო მიმოსვლის გაუქმება შეიძლება უახლოეს პერიოდში გადაწყვეტილების საკითხი იყოს ევროკავშირში – დისკუსია დაწყებულია და ამა თუ იმ შედეგით დასრულება, საქართველოში არსებულ ვითარებაზეა დამოკიდებული

მეუფე იაკობი – მინდა, ამ მონასტრის [ბოდბის] დედა და დები დავლოცო – ებრძვიან ხოლმე ლაჩრები, ხან ტელევიზია გამოვარდება, თუ მომხვდნენ ხელში, ვერ გადამირჩებიან, პატრონები ვერ უშველიან ჩემთან, ნახავენ უფლის ძალას

გურამ მაჭარაშვილი – თუ ოპოზიციური პარტიები თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ, „ვაია“, რადგან უარესად დამარცხდებიან, ვიდრე შარშან, ხოლო თუ არ მიიღებენ, „ვუია“, რადგან პოლიტიკური ველიდან გაქრებიან