წინასწარი გამოძიებით, აზერბაიჯანული თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი რუსული რაკეტაა – Euronews

წინასაწარი გამოძიების მიხედვით, ყაზახეთში, აქტაუში, აზერბაიჯანული თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი რუსული რაკეტა გახდა – ამის შესახებ Euronews-ს აზერბაიჯანის სამთავრობო წყაროებმა ექსკლუზიურად დაუდასტურეს.
წინასწარი გამოძიების მონაცემებით დადასტურდა, რომ გროზნოს თავზე რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემა გაუშვეს, რის შემდეგაც მოხდა ტრაგედია.
აზერბაიჯანის სამთავრობო წყარომ Euronews-ს განუცხადა, რომ დაზიანებულ თვითმფრინავს, მფრინავების მოთხოვნის მიუხედავად, ს აეროპორტებში დაშვების უფლება არ მისცეს. თვითმფრინავს დაევალა კასპიის ზღვაზე გადაფრენა ყაზახეთში, აქტაუს მიმართულებით.
მონაცემების მიხედვით, იმ დროს, როდესაც თვითმფრინავი ზღვის მაღლა დაფრინავდა, მისი სანავიგაციო სისტემა გაჭედილი იყო.