მარკეტერები, დიზაინერები, PR სპეციალისტები და შემოქმედებითი ინდუსტრიის წარმომადგენლები საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან აქციას მართავენ

მარკეტერების, დიზაინერების, PR სპეციალისტების და შემოქმედებითი ინდუსტრიის წარმომადგენლების მარში საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან საპროტესტო მსვლელობით მივიდა.
მსვლელობის მონაწილეები საზოგადოებას შეძახილებით გარეთ გამოსვლისა და პროტესტში ჩართვისკენ მოუწოდებენ.
“ყველგან პოლიცია, არსად სამართალი”; “სიმართლე, სიმართლე” – სკანდირებენ მსვლელობის მონაწილეები.
საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობიდან მომიტინგეები რუსთაველის გამზირზე მსვლელობით გადაინაცვლებენ.
მსვლელობა საბოლოოდ პარლამენტთან დასრულდება, სადაც აქციის სხვა მონაწილეებიც იქნებიან შეკრებილი.
ცნობისთვის, მოქალაქეების პროტესტი ირაკლი კობახიძის 28 ნოემბრის განცხადებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც საქართველო ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნის საკითხს 2028 წლის ბოლომდე არ დააყენებს.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ადგილობრივი არჩევნები 12 კვირაში გაიმართება – მოვინიშნოთ ევროპარლამენტის რეზოლუციაზე ევროკომისრის პოზიცია, როგორც, ამ საარჩევნო ციკლში, ბრიუსელის პირველი ჩარევა საქართველოს არჩევნებში, მისი ჩაშლის მიზნით

კახა კალაძე – მეტროს ვაგონების ჩანაცვლებისთვის ტენდერი დასრულებულია – გამარჯვებული კომპანია „ჯითი გრუპი“ „სი არ არ სის ჩინეთთან“ თანამშრომლობით, 5 წლის განმავლობაში დედაქალაქს 111 ვაგონს მიაწვდის