„აზრი ეკარგება პროფესიულ საქმიანობას“ — სოციალური მუშაკი სამსახურს პროტესტის ნიშნად ტოვებს

სოციალური მუშაკი ანა ლომთაძე აქვეყნებს განცხადებას, რომლითაც სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს უფროსს, რუსუდან კოხოძეს მიმართავს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ. მიღებული გადაწყვეტილების შესახებ მიზეზად კი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, დემონსტრანტებზე ძალადობას, დემოკრატიული სისტემის რღვევას ასახელებს.
ანა ლომთაძე აღნიშნული სააგენტოს თბილისის საქალაქო ცენტრის ბავშვზე ზრუნვისა და დაცვის განყოფილების სოციალური მუშაკი 2023 წლის აგვისტოდან იყო.
„სახელმწიფოს წარმომადგენლები ძალადობრივი მეთოდებით უსწორდებიან საკუთარ მოქალაქეებს ფიზიკური ანგარიშსწორების, დაშინების, შანტაჟისა და წამების გზით; მიმდინარეობს დემოკრატიული სისტემის რღვევა და ქართული სახელმწიფო რჩება ძალადობრივი ჯგუფის მმართველობის ქვეშ.
აღნიშნული გარემოება ეწინააღმდეგება ჩემს პიროვნულ პრინციპებსა და ღირებულებებს. სახელმწიფოსთვის ადამიანი უნდა წარმოადგენდეს მთავარ ფასეულობას, მისი ღირსება და თავისუფლება უნდა იყოს ხელშეუხებელი. ყოველგვარი ქმედება, რომელიც ამ პრინციპს ეწინააღმდეგება, აზრს უკარგავს ჩემს პროფესიულ საქმიანობას. შესაბამისად, ვუერთდები ქვეყანაში მიმდინარე პროტესტს და მიმდინარე წლის 23 დეკემბრიდან გთხოვთ, გამათავისუფლოთ დაკავებული პოზიციიდან.
საქართველოს არჩევანი არის ევროპა და არა რუსული რეჟიმი“, — წერს ანა ლომთაძე განცხადებაში.
ასევე წაიკითხეთ:
საჯარო მოხელე ადიგენიდან: ვემიჯნები ოცნების 28 ნოემბრის განცხადებას და მოქალაქეებზე ძალადობას ვეჭვობთ, რომ პრობაციის სააგენტოდან სოციალურ მუშაკებს პოლიტიკური შეხედულების გამო ათავისუფლებენ – ასოციაცია კალაძემ გაათავისუფლა მერიის თანამშრომელი, რომელიც აპროტესტებდა ევროინტეგრაციის შეჩერებას

ასევე დაგაინტერესებთ

„ჯი-თი გრუპის“ გენერალური დირექტორი – ვაგონების პირველი 4 შემადგენლობა მომავალი წლის ნოემბრიდან დაიწყებს შემოსვლას და 2027 წლის თებერვალში დასრულდება, დანარჩენ ვაგონებს კი 5 წლის განმავლობაში შემოვიყვანთ

ვეფხია კასრაძე – 4 წევრი ვართ „ლელოდან“ დაკავებული და ჩვენ ვართ ქვეყნის მოღალატეები? – არავის ვესხმით თავს და თუ განსხვავებული აზრი და სტრატეგია ღალატია, ამიხსნან და ნამდვილი ღალატი რა არის, ვეტყვი