რუსებმა ნიკოპოლში ცენტრალურ ბაზარს დაარტყეს, დაშავებულია 8 ადამიანი

რუსი ოკუპანტები თავს დაესხნენ ნიკოპოლის ცენტრალურ ბაზარს, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დაშავებულია 8 ადამიანი, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ცნობით, მნიშვნელოვნად დაზიანდა ბაზრის ტერიტორიაზე განთავსებული სავაჭრო ობიექტები.
დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი ლისაკის განცხადებით, დაშავებული 8 ადამიანიდან ერთის მდგომარეობა კრიტიკულია, სამის კი – მძიმე.

ასევე დაგაინტერესებთ

დაურ ბუავას დაკრძალვაზე, მისთვის პატივის მისაგებად მისულმა ადამიანებმა სიტყვა თქვეს. მათ შორის იყო ქალი აფხაზეთიდან, რომლის ქმარიც აფხაზეთის ომის დროს, შვილი კი 2008 წლის აგვისტოში ომში მოკლეს (ვიდეო)