ყაზახეთის სენატის თავმჯდომარე – „აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია

„აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, – ამის შესახებ ყაზახეთის სენატის თავმჯდომარემ, მაულენ აშიმბაევმა განაცხადა.
„არც ერთი ქვეყანა, არც აზერბაიჯანი, არც რუსეთი და არც ყაზახეთი, ინფორმაციის დამალვით დაინტერესებული არ არის. საზოგადოებისთვის ყველა ინფორმაცია ხელმისაწვდომი გახდება“, – განაცხადა მაულენ აშიმბაევმა.
შეგახსენებთ, „აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავი ყაზახეთის ქალაქ აქთაუში გუშინ ჩამოვარდა. ყაზახეთის ვიცე-პრემიერის ცნობით, კატასტროფის შედეგად 38 ადამიანი დაიღუპა, 29 კი გადარჩა.

ასევე დაგაინტერესებთ

დაურ ბუავას დაკრძალვაზე, მისთვის პატივის მისაგებად მისულმა ადამიანებმა სიტყვა თქვეს. მათ შორის იყო ქალი აფხაზეთიდან, რომლის ქმარიც აფხაზეთის ომის დროს, შვილი კი 2008 წლის აგვისტოში ომში მოკლეს (ვიდეო)