დღეს, ნიუ-იორკში, სტარტს აიღებს მსოფლიო პირველობა სწრაფ ჭადრაკში

დღეს, ნიუ-იორკში, მსოფლიოს ფინანსურ ცენტრში უოლ-სტრიტზე, სტარტს აიღებს მსოფლიო პირველობა სწრაფ ჭადრაკში. ჩემპიონატი 26-28 დეკემბერს გაიმართება, ხოლო 30-31 დეკემბერს მონაწილეები ელვისებურ ჭადრაკში შეეჯიბრებიან ერთმანეთს.
ვაჟთა ჩემპიონატს განსაკუთრებით ელფერს ანიჭებს მსოფლიოს უძლიერესი მოჭადრაკეების მონაწილეობა: მაგნუს კარლსენის, ფაბიანო კარუანას, მაქსიმ ვაშიე-ლაგრავის.
საქართველოს სახელით ჩემპიონატზე იასპარეზებენ:
ქალები:
ნანა ძაგნიძე;
ბელა ხოტენაშვილი;
ნინო ბაციაშვილი;
ლელა ჯავახიშვილი;
ინგა ჭარხალაშვილი;
სალომე მელია;
ვაჟები:
მერაბ გაგუნაშვილი;
ნიკოლოზ კაჭარავა.
აღსანიშნავია, რომ ნანა ძაგნიძე ერთადერთი ქართველი მოჭადრაკეა, რომელსაც მსოფლიო ჩემპიონატზე სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში ყველა სინჯის მედალი აქვს მოპოვებული.

ასევე დაგაინტერესებთ

დაურ ბუავას დაკრძალვაზე, მისთვის პატივის მისაგებად მისულმა ადამიანებმა სიტყვა თქვეს. მათ შორის იყო ქალი აფხაზეთიდან, რომლის ქმარიც აფხაზეთის ომის დროს, შვილი კი 2008 წლის აგვისტოში ომში მოკლეს (ვიდეო)