„აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით, აზერბაიჯანის საელჩოში სამძიმრის წიგნი იხსნება

„აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავის ბაქო-გროზნოს რეისზე მომხდარ ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით თბილისში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოში, სამძიმრის წიგნი გაიხსნება, – ინფორმაციას საქართველოში აზერბაიჯანის საელჩო ავრცელებს.
„სამძიმრის წიგნი გაიხსნება აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოში, მისამართზე : ვახტანგ გორგასლის ქ. 4, თბილისი, საქართველო“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
სამძიმრის წიგნში ჩანაწერის დატოვება შესაძლებელი იქნება 26 დეკემბერს 13:00-დან 18:00 საათამდე და 27 დეკემბერს 10:00-დან 13:00 საათამდე და 15:00-დან 18:00 საათამდე.
მათ, კი ვინც სამძიმრის გამოხატვას ონლაინ აპირებს, შეუძლია შემდეგი ბმულით ისარგებლოს : [email protected].
შეგახსენებთ, ყაზახეთის ქალაქ აქთაუში „აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 38 ადამიანი დაიღუპა. თვითმფრინავის ბორტზე, რომელიც ბაზო-გროზნოს რეისს ასრულებდა, 67 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ეკიპაჟის 5 წევრი და 62 მგზავრი.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ვოლსკი – გახარიას მიმართ პროცესი პოლიტიკური არ არის – ის „ქართულ ოცნებას” საეჭვო გარემოებებში ჩამოსცილდა, გადადგა ნაბიჯები, რაც ეროვნული უსაფრთხოებისთვის პრობლემის შექმნას უკავშირდებოდა, ვფიქრობ ეს პოლიტიკური დემარში იყო

შალვა პაპუაშვილი – დღევანდელ ცვალებად სამყაროში, სადაც წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი უპრეცედენტო ზეწოლის ქვეშაა, დიპლომატია და დიპლომატის როლი განსხვავებულ მნიშვნელობას იძენს – დიპლომატია გახდა არამხოლოდ პროფესია, არამედ სახელმწიფოს თავდაცვის პირველი ხაზი