ღაზას სექტორზე საჰაერო იერიშის შედეგად ათი ადამიანი დაიღუპა

ღაზის სექტორზე საჰაერო თავდასხმის შედეგად სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა და ათზე მეტი დაშავდა, – The Times of Israel-ის ცნობით, ამის შესახებ ანკლავის ჯანდაცვის სამინისტრო იუწყება.
მედიკოსების თქმით, ხუთი ადამიანი დაიღუპა და 20 დაიჭრა ღაზას სექტორის ქალაქ ზეიტუნში მდებარე სახლზე თავდასხმის შედეგად.
ამასთან, ალ-ავდას საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე ხუთი ჟურნალისტი დაიღუპა, როდესაც დარტყმა განხორციელდა ავტომობილზე, რომელშიც ისინი იმყოფებოდნენ.
ტელეკომპანია Al-Jazeera-ს ცნობით, ავტომობილი ტელეარხ Al-Quds Today-ს ეკუთვნოდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ გურული: უმორჩილესად ვთხოვოთ პატრიარქს, რომ იშუამდგომლოს მთავრობასთან, რათა გამოყენებული იქნეს მათი კარგი მეგობარის და პროტეჟეს, უნგრეთის ყოფილი პრემიერის – ვიქტორ ორბანის ინიციატივები შობადობის გასაზრდელად

ნუგზარ სულაშვილი: როდესაც გამოიყენება ფორმულირება – „ოჯახი განწირულია ბოლომდე“ – ეს უკვე არა მხოლოდ თეოლოგიური, არამედ ძლიერი ფსიქოლოგიური და სოციალური ზემოქმედების მქონე გზავნილია