თვითმფრინავის კატასტროფის შემდეგ გაუქმებულია ბაქოდან ჩეჩნეთში მიმავალი რეისები

აზერბაიჯანის დედაქალაქიდან, ბაქოდან რუსეთში, ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოში მიმავალმა თვითმფრინავმა 25 დეკემბერს კატასტროფა განიცადა დასავლეთ ყაზახეთის ქალაქ აქთაუსთან ახლოს, ხომალდის ბორტზე 67 ადამიანი იმყოფებოდა. კატასტროფის შემდეგ რეისები შეწყდა, მიმდინარეობს ტრაგედიის მიზეზების გამოძიება.
ვიცე-პრემიერის, ყანათ ბოზუმბაევის თქმით, აზერბაიჯანის ავიახაზების თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა 38 ადამიანი, 29 პირს აქვს საშუალო და მძიმე დაზიანებები, მათ შორის დამწვრობები. გადარჩენილი მგზავრები საავადმყოფოში არიან მოთავსებული.
ყაზახეთის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დაშავებულებს შორის სულ მცირე ორი ბავშვია, 11 ადამიანი ინტენსიური მოვლის განყოფილებაშია მოთავსებული.
კატასტროფის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, ვრცელდება ცნობები ძლიერი ნისლის, ან ფრინველთან შესაძლო შეჯახების შესახებ. აზერბაიჯანის და ყაზახეთის შესაბამისმა უწყებებმა გამოძიება დაიწყეს.
აზერბაიჯანის ავიახაზების განცხადებით, გამოძიების მიმდინარეობის ფონზე გაუქმებულია ბაქოდან ჩეჩნეთში მიმავალი ყველა რეისი გაუქმებულია.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

დაურ ბუავას დაკრძალვაზე, მისთვის პატივის მისაგებად მისულმა ადამიანებმა სიტყვა თქვეს. მათ შორის იყო ქალი აფხაზეთიდან, რომლის ქმარიც აფხაზეთის ომის დროს, შვილი კი 2008 წლის აგვისტოში ომში მოკლეს (ვიდეო)