„29 დეკემბერს არც ცხოვრება მთავრდება და არც ამ ქვეყნის ისტორია მთავრდება და არც 20 იანვარს იწყება ახალი საქართველოს მშენებლობა“ – გიორგი გახარია

გიორგი გახარია „ტვ პირველთან“ აცხადებს:
“რაც მთავარია, ჩვენი პარტია ვეთანხმებით იმას, რომ არის ახალი დასანიშნი და ქვეყანა არის სასწრაფოდ ევროპულ ტრაექტორიაზე დასაბრუნებელი. რა თქმა უნდა, ჩვენ ყოველთვის გამოვყოფთ, როგორც პირველ და ყველაზე მთავარ ამოცანად, რომ მძევლები, ახალგაზრდები, რომლებიც დღეს უკანონო პატიმრობაში არიან უპირობოდ უნდა იყვნენ განთავისუფლებულები და მათზე ეს ვითომ სისხლის სამართლის დევნა უნდა შეწყდეს.
[…] როგორც კი შეიქმნება [პრეზიდენტის მიერ დაანონსებული] საბჭო, რა თქმა უნდა, ჩვენ იქ ვიქნებით. აზრთა სხვადასხვაობა საკმაოდ დიდია, არის საკითხები, რომელთაც ჩვენ არ ვეთანხმებით, ან სხვა პარტიები არ ეთანხმებიან. ჩვენი მიდგომა მარტივია, 29 დეკემბერს არც ცხოვრება მთავრდება და არც ამ ქვეყნის ისტორია მთავრდება და არც 20 იანვარს იწყება ახალი საქართველოს მშენებლობა, ამიტომ ეს არის პროცესი და ამ პროცესში ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რაც ხდება ქუჩაში, ეს არის ყველაზე დიდი მიღწევა”.

ასევე დაგაინტერესებთ

თაზო დათუნაშვილი – რაც ელენე ხოშტარიას თავზე ხდება, სტალინური რეპრესიებისთვისაც კი შესაშური, აღვირახსნილი ბოროტებაა – ეს არის უბრალოდ გამწარებული ადამიანის შურისძიება პოლიტიკურ კონკურენტებზე

ევროპარლამენტის ანგარიში – საქართველოს ხელისუფლების მხრიდან უმოქმედობის გაგრძელებამ, შესაძლოა, გამოიწვიოს უვიზო რეჟიმის შეჩერება მთელი მოსახლეობისთვის, რაზეც სრული პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ დაეკისრება