თავდაცვის სამინისტრომ მარნეულის სამხედრო ნაწილში ახალწვეულის გარდაცვალების ფაქტი დაადასტურა

თავდაცვის სამინისტრომ 25 დეკემბერს დაადასტურა მარნეულში დისლოცირებულ სამხედრო ნაწილში ახალწვეულის გარდაცვალების ფაქტი.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ რატევანის 19 წლის მკვიდრი, ზიადინ მამედოვი 23 დეკემბერს, გამთენიისას, სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე გარდაცვლილი ნახეს.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სამხედრო პოლიციამ საქმე აღძრა სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის 115-ე მუხლის პირველი ნაწილით.
თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს ვადიანი სამხედრო მოსამსახურის ზიადინ მამედოვის დაღუპვის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

დაურ ბუავას დაკრძალვაზე, მისთვის პატივის მისაგებად მისულმა ადამიანებმა სიტყვა თქვეს. მათ შორის იყო ქალი აფხაზეთიდან, რომლის ქმარიც აფხაზეთის ომის დროს, შვილი კი 2008 წლის აგვისტოში ომში მოკლეს (ვიდეო)