რუსეთის კრასნოდარის რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა მაზუთით დაბინძურების გამო

რუსეთის კრასნოდარის რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რეგიონის მესვეურები გამოდიან გაფრთხილებით, რომ მაზუთი კვლავ იღვრება სანაპიროზე – 15 დეკემბერს მომხდარი ინციდენტის შემდეგ, როცა ათასობით ტონა დაბალი ხარიხსის საწვავით დატვირთული ორი ტანკერი, „ვოლგონეფტ 212“ და „ვოლგონეფტ 239“ ჩაიძირა ქერჩის სრუტეში, ანექსირებული ყირიმის სანაპიროსთან. ტანკერების ჩაძირვის ძირითად ვერსიებს შორის განიხილება ეკიპაჟის შეცდომა რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში.
“პირველ ეტაპზე, მეცნიერების და სპეციალისტების გამოთვლებით, საწვავის დიდი ნაწილი შავი ზღვის ფსკერზე უნდა დარჩენილიყო, რაც შესაძლებელს გახდიდა წყალზე მის შეგროვებას. მაგრამ ამინდი საკუთარ პირობებს გვკარნახობს – ჰაერი თბება და ნავთობის პროდუქტები ზემოთ ადის. ამის შემდეგად, ისინი ჩვენს სანაპიროებზე ამოდის” – თქვა რეგიონის გუბერნატორმა, ვენიამინ კონდრატიევმა 25 დეკემბერს.
რუსეთის სამხრეთის რეგიონში შავი ზღვის სანაპიროს ათობით კილომეტრი დაფარულია მაზუთით.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

თაზო დათუნაშვილი – რაც ელენე ხოშტარიას თავზე ხდება, სტალინური რეპრესიებისთვისაც კი შესაშური, აღვირახსნილი ბოროტებაა – ეს არის უბრალოდ გამწარებული ადამიანის შურისძიება პოლიტიკურ კონკურენტებზე

ევროპარლამენტის ანგარიში – საქართველოს ხელისუფლების მხრიდან უმოქმედობის გაგრძელებამ, შესაძლოა, გამოიწვიოს უვიზო რეჟიმის შეჩერება მთელი მოსახლეობისთვის, რაზეც სრული პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ დაეკისრება