„მზად ვართ, 29-ის შემდეგაც დავრჩეთ ორბელიანების სასახლეში“ — ანა დოლიძე

კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ანა დოლიძის განცხადებით, მზად არის, პრეზიდენტის სასახლეში 29 დეკემბრის შემდეგაც დარჩეს.
„მინდა გითხრათ, რომ მე შევთავაზე სრული მხარდაჭერა საქართველოს პრეზიდენტს ბრძოლაში. მზად ვართ, დავრჩეთ 29 დეკემბრის შემდეგაც სასახლეში — გამოვაცხადოთ ის ერთადერთ ადგილად, სადაც საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი იქნება. ეს არის ჩვენი ერთ-ერთი შეთავაზება, ეს არის მხარდაჭერის ფორმა სხვა ყველა ფორმასთან ერთად, რომელსაც ჰქვია ლეგიტიმური, სამართლიანი და არაძალადობრივი“, — განაცხადა მან ჟურნალისტებთან, პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ.
ს ინაუგურაცია სწორედ 29 დეკემბერს გაიმართება. ირაკლი მ განაცხადა, რომ ამის შემდეგ ზურაბიშვილის და სხვა პირების ყოფნა რეზიდენცია სისხლის სამართლის დანაშაული იქნება.

ასევე დაგაინტერესებთ

აქციის მონაწილეების ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე მყოფი მოქალაქეების ნაწილს პოლიცია აჩერებს და ჩხრეკს, რასაც სამართალდამცველებსა და მოქალაქეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირებაც მოჰყვა

ნუკა არველაძე: ბატონო ბიძინა ან გაგვაგებინეთ რა ფულს ეძებენ და რა საქმეებია აღძრული – იმათზე ვინც თქვენი უახლესი გარემოცვა და ერთგულ ხალხია ან დაამთავრებინეთ ეს კრიმინალური პიარტაშფანდური!!!!!!