სალომე ზურაბიშვილი „ქალების მარშს“ – ქალები ძალიან დიდ იმედს წარმოადგენენ ქვეყნის დღევანდელი დღისთვის, მომავლისთვის და თავისუფალი საქართველოსთვის

საქართველოს პრეზიდენტი ორბელიანების სასახლესთან “ქალების მარშის” მონაწილეებთან შესახვედრად გამოვიდა და სიტყვით მიმართა.
„ქალები არიან ყველაზე მაგრები ამ ქვეყანაში, ძალიან დიდ იმედს წარმოადგენენ ამ ქვეყნის დღევანდელი დღისთვის, მომავლისთვის და თავისუფალი საქართველოსთვისაც”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ორბელიანების სასახლესთან „ქალები მარშის” მონაწილეები მსვლელობით მივიდნენ.
ისინი რამდენიმე წუთის განმავლობაში ორბელიანების სასახლესთან სკანდირებდნენ: „სალომე, სალომე”, რის შემდეგაც პრეზიდენტი მათთან შესახვედრად გამოვიდა.
პრეზიდენტს მოქალაქეები მხარდაჭერის ნიშნად ხელს ართმევენ და სკანდირებენ „სალომე, სალომე”.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ბრიუსელი ვიზას წარმოაჩენს როგორც წყევლას, თითქოს წყევლა იყოს ვიზის აღება – ასე დაწყევლილები ვართ მაშინ ბრიტანეთისგან, ირლანდიისგან, აშშ-სგან! არის ვიზის საჭიროება? – ავიღებთ ვიზას