ეროვნული ბოტანიკური ბაღის დირექტორს იაპონიის ელჩის სიგელი გადაეცა

ეროვნული ბოტანიკური ბაღის დირექტორს, ირინე დანელიას იაპონიასა და საქართველოს შორის კულტურული ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის იაპონიის ელჩის სიგელი გადაეცა.
ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ირინე დანელიას სიგელი იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, იშიძუკა ჰიდეკიმ საკუთარ რეზიდენციაში გამართულ ღონისძიებაზე გადასცა და ქვეყნებს შორის მეგობრობისა და კეთილგანწყობის ხელშეწყობისთვის მადლობა გადაუხადა.
„იაპონიის ელჩები ან კონსულები, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში ან რეგიონში ასრულებენ მისიას, აღნიშნულ სიგელს გადასცემენ იმ პირებს ან ორგანიზაციებს, რომელთაც დიდი წვლილი აქვთ შეტანილი იაპონიასა და სხვა ქვეყნებს შორის ურთიერთთანამშრომლობისა და მეგობრობის განმტკიცებაში.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში იაპონიის საელჩოს მხარდაჭერით გაშენებულ იაპონურ ბაღში ყოველწლიურად იმართება „საკურას ყვავილობის ფესტივალი“, ტარდება ჩაის ცერემონიები და იმართება ლექციები, რომლებიც ხელს უწყობენ იაპონური კულტურის პოპულარიზაციას ბოტანიკური ბაღის ვიზიტორებს შორის“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

რიგ ფინანსურ-ეკონომიკურ დანაშაულებზე ნასამართლები პირებისთვის ქვეყნიდან გასვლის აკრძალვის 16-წლიანი ვადა კანონში აღარ იქნება – აღნიშნულ პირებს ქვეყნის დატოვება აეკრძალებათ იქამდე, ვიდრე ზიანს სრულად არ აანაზღაურებენ

შალვა პაპუაშვილი – დემოკრატიულ პროცესში არ არის დემოკრატიის მტერი პარტიებისთვის ადგილი – სარჩელით მივმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს, ეს ჩვენი ვალდებულებაა, რომლის უკანაც არის ხალხის მიერ მონიჭებული მანდატი

ელინა ვალტონენი ირაკლი კობახიძეს – ფინეთში გიწვევთ, რათა შეხვდეთ თავისუფალ მედიას და თქვენთვის სასურველ დემონსტრაციას დააკვირდეთ – ბოდიშს გიხდით, რომ თბილისში ჩვენი შეხვედრის გაუქმება გრაფიკის ცვლილების გამო მომიწია