STEAM ინიციატივების გულშემატკივარის როლსაც თამაშობდა, მაგრამ რაც დრო გადის კარგად გამოაჩინა თავის სახე, კლასიკური აგენტი და ლგბტ პროპაგანდისტია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მარიამ ლაშხი სოციალურ ქსელში წერს, სადაც აქტივისტ ნანა დიხამინჯიას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ, მამუკა მდინარაძესთან დაპირისპირებას ეხმაურება.
მისი თქმით, ნანა დიხამინჯია „ნახევარ დროს ქვეყნის გარეთ ატარებს, როგორც ჩანს დავალებებით დახუნძლული ბრუნდება უკან“.
„ამ ვიდეოში ამბობს, მარიამ ლაშხს კითხე, ვინ ვარ და რა მიკეთებიაო… STEAM ინიციატივების გულშემატკივარის როლსაც თამაშობდა, მაგრამ რაც დრო გადის კარგად გამოაჩინა თავის სახე, კლასიკური აგენტი და ლგბტ პროპაგანდისტია. ნახევარ დროს ქვეყნის გარეთ ატარებს, როგორც ჩანს დავალებებით დახუნძლული ბრუნდება უკან.
როგორი არაქართული და ბინძურია აგენტ მეზობელს რომ ახვედრებენ ადამიანს“, – წერს მარიამ ლაშხი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, ნანა დიხამინჯიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ როდესაც სახლში მიდიოდა, ლიფტიდან გამოსული მამუკა მდინარაძე შეხვდა. ნანა დიხამინჯია სოციალურ ქსელში ვიდეოსაც აქვეყნებს.
„ძალიან მრცხვენია. სახლში ავდიოდი დილის ეთერის შემდეგ, ნახევრად მძინარე, შემეფეთა ლიფტიდან გამოსული მამუკა და ისე ავღელდი და დავიბენი, უცებ ვერც გადაღება დავიწყე და ვერც ვუთხარი ყველაფერი, რასაც ვფიქრობდი.
ამ უტიფრობასთან სწორად გამკლავებას სხვა უნარები სჭირდება თურმე.
მეზობლები მეუბნებიანო, ეგო ძალიან აქტიურობსო. სამარცხვინოები.
ბოდიში, ხალხო, შემდეგ ჯერზე უფრო ზუსტად ვეტყვი ყველაფერს, ვერ გამოვიყენე კარგად ეს შესაძლებლობა“, – წერს ნანა დიხამინჯია.
