ყაზახეთის მონაცემებით, აქთაუსთან მომხდარ ავიაკატასტროფას 25 ადამიანი გადაურჩა

ყაზახეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის წინასწარი მონაცემებით, ქალაქ აქთაუსთან დღეს, 25 დეკემბერს მომხდარ ავიაკატასტროფას გადაურჩა 25 ადამიანი, რომელთაგან 22 ჰოსპიტალიზებულია.
ამავე სამსახურის წინასწარი ინფორმაციით, თვითმფრინავში იმყოფებოდა 67 ადამიანი, მათ შორის ეკიპაჟის 5 წევრი.
ყაზახეთის ტრანსპორტის სამინისტროს წინასწარი მონაცემებით, მგზავრებს შორის 37 აზერბაიჯანის მოქალაქეა, 16 – რუსეთის, 6 – ყაზახეთის და 3 – ყირგიზეთის.
ყაზახეთის ქალაქ აქთაუსთან აზერბაიჯანის ავიაკომპანია Azerbaijan Airlines-ის თვითმფრინავი Embraer 190 ჩამოვარდა. ის ბაქო-გროზნოს რეისს ასრულებდა.
რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასი” ჩეჩნეთის რესპუბლიკის დედაქალაქ გროზნოს აეროპორტზე დაყრდნობით წერს, რომ ნისლის გამო, ბაქოდან მომავალი თვითმფრინავი დაღესტნის დედაქალაქ მახაჩყალის აეროპორტისკენ გაუშვეს.
კატასტროფის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ერთ-ერთ ვერსიად ფრინველებთან თვითმფრინავის შეჯახება განიხილება.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჩხობაძე: კუს ტბაც კი საფრთხის წინაშეა, მეწყრული პროცესები შეიძლება განვითარდეს. სერიოზული მეწყერი გვაქვს ვაშლიჯვარში. კონიაკის დასახლებაზე აღარაფერს ვამბობ, სადაც ბევრ ადგილას მეწყერია ჩამოსული (ვიდეო)

ქეთევან თურაზაშვილი – ელისაშვილის მიმართ ბრალის დამძიმება, პაპუაშვილის განცხადების შემდეგ იყო, დღეს კი კობახიძემ გამოაცხადა, რომ ეს იყო ტერორიზმი და შემდეგ მოვისმინეთ 13-წლიანი განაჩენი – გავაგრძელებთ ბრძოლას, ეს ასე არ დარჩება

„ძლიერი საქართველო – ლელო”- დღევანდელი განაჩენი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში სასამართლო არ ემსახურება მართლმსაჯულებას – ალეკო ელისაშვილი ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკური პატიმარია