ილია დარჩიაშვილმა სუამ-ის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა მონაწილეობა მიიღო დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია – სუამ-ის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს 41-ე სხდომაში, რომელიც ბრიუსელში დღეს, აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალის ფარგლებში გაიმართა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სხდომაში, რომელსაც უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება თავმჯდომარეობდა, ასევე მონაწილეობდნენ მოლდოვას რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა და ევროპული ინტეგრაციის მინისტრი, ნიკუ პოპესკუ, აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი და სუამ-ის გენერალური მდივანი, ალთაი ეფენდიევი.
„ილია დარჩიაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეცვლილი გეოპოლიტიკური გარემოს პირობებში სუამ-ს, როგორც ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციას მნიშვნელოვანი პოტენციალით ვაჭრობის, ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სფეროებში, განსაკუთრებული როლი ენიჭება რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების თვალსაზრისით.
მხარეებმა შეაჯამეს უკრაინის თავმჯდომარეობის ფარგლებში სუამ-ის დღის წესრიგით გათვალისწინებული – პოლიტიკური, საპარლამენტთაშორისო და სექტორული მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებები, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ტრანსპორტისა და დაკავშირებადობის მიმართულებით ევროკავშირთან გამართულ კონსულტაციებზე და შემდგომი კოორდინირებული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.
შეხვედრის ფარგლებში, აზერბაიჯანული მხარის მიერ წარმოდგენილ იქნა 2024 წელს პრიორიტეტებისა და თანამშრომლობის მთავარი მიმართულებების შესახებ ინფორმაცია.
შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა ხელი მოაწერეს გადაწყვეტილებას 2024 წელს აზერბაიჯანისთვის თავმჯდომარეობის გადაცემის თაობაზე“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გორის საკრებულოს წევრი – ჩვენ, „ნაციონალური მოძრაობა“ არ ვაპირებთ რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობას, ვიბრძვით იქამდე, სანამ ჩვენი ქვეყანა არ გახდება დასავლური სტრუქტურების ნაწილი და ჩვენ არ დავამარცხებთ ოლიგარქიას

ქობულეთის საკრებულოს წევრი – „ნაციონალური მოძრაობა“ 4 ოქტომბრის რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობას არ აპირებს და აგრძელებს ბრძოლას 2003 წლის იდეალებისთვის, რომელიც აგებული იყო ევროპულ ფასეულობებზე

თინა ბოკუჩავა – ზოგმა ვერ გაუძლო ცდუნებას, „ნაციონალური მოძრაობა“ კი 4 ოქტომბერსაც იქნება ბრძოლის წინა ხაზზე – შევიკრიბეთ, რათა ვუთხრათ არა, რუსულ სპეცოპერაციას და ვიბრძოლოთ თავისუფალი საპარლამენტო არჩევნებისთვის