მარნეულის სამხედრო ბაზაზე ჯარისკაცი დაიღუპა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მარნეულის სამხედრო ბაზაზე დაიღუპა სამხედრო მოსამსახურე ზიადინ მამედოვი.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, გამოძიება დაიწყო სამხედრო პოლიციის დეპარტამენტმა.
გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას ითვალისწინებს.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო 25 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ მწუხარებას გამოთქვამს ვადიანი სამხედრო მოსამსახურის დაღუპვის გამო და ოჯახს უსამძიმრებს.
„გამოძიების ფარგლებში ტარდება ყველა საჭირო საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები“, – აცხადებს სამინისტრო.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი სიორიძე – რამდენიმე თვის წინ შეიტანეს სარჩელი, მათ შორის, „ლელოს“ აკრძალვის თაობაზე და ჯერჯერობით განმწესრიგებელი სხდომაც არ ჩაუნიშნავს სასამართლოს – ეს ყველაფერი არის სპექტაკლი, რომლის გათამაშებასაც ივანიშვილი და მისი რეჟიმი აპირებს

დავით ნიკურაძე: პარლამენტის თავმჯდომარე რითაა დაკავებული? ისევ ავრცელებს დასანქცირებული იმედის ტელევიზიის ფეიკს და ამ ფეიკის საფუძველზე გერმანიის ელჩს ეუბნება, ახლავე ბოდიში მოიხადეო