BBC – დანია გრენლანდიისთვის თავდაცვის ხარჯებს ზრდის

დანია გრენლანდიისთვის თავდაცვის ხარჯებს ზრდის, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
დანიის თავდაცვის მინისტრის, ტროელს ლუნდ პოულსენის ცნობით, გრენლანდიის თავდაცვის პაკეტის ღირებულება დაახლოებით, 1,5 მილიარდი დოლარია.
მისი თქმით, გრენლანდიისთვის თავდაცვის პაკეტის გამოცხადება „ბედის ირონიას“ წარმოადგენს.
ცნობისთვის, ორშაბათს აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ გრენლანდიაზე „საკუთრების უფლება და კონტროლი აშშ-სთვის აბსოლუტურ აუცილებლობას წარმოადგენს“. დონალდ ტრამპის განცხადებას გრენლანდიის პრემიერ-მინისტრი, მუტე ეგედე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ გრენლანდია არ იყიდება.

ასევე დაგაინტერესებთ

თინა ბოკუჩავა – მივიღე შემოთავაზება გარკვეულ თანამდებობასთან დაკავშირებით, მაგრამ ჩემს თავს არ ვხედავ დროებითი მართვის სტრუქტურაში – სწორი იქნება ბრძოლა გავაგრძელო პოლიტსაბჭოს რიგითი წევრის სტატუსით