ალარ კარისი – ესტონეთში ომი არ იქნება

ესტონეთის პრეზიდენტის, ალარ კარისის განცხადებით, მიაჩნია, რომ ესტონეთში ომი არ იქნება, – უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახე კარასმა ტელეკომპანია ETV-სთან საუბარში განაცხადა.
ს პრეზიდენტს დაუსვეს შეკითხვა ახალგაზრდებში შესაძლო ომის შიშისა და ქვეყნის დატოვების აუცილებლობის შესახებ.
„ვფიქრობ, რომ პასუხი ასეთი უნდა იყოს: არსად წასვლა არ იქნება საჭირო, რადგან ომი არ იქნება. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი თავდაცვის ნება საკმაოდ მაღალია, მაგრამ არ გვსურს ამის პრაქტიკაში გამოცდა,”- აღნიშნა კარისმა.
მისი თქმით, ესტონეთს არ სურს ნატო-ს ხელშეკრულების მე-5 მუხლის გამოცდა ან იმის შემოწმება, გაიქცევა თუ არა ხალხი, აიღებს თუ არა იარაღს და დაიცავს თუ არა თავს.
„ჩვენ ეს არ გვინდა, ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ აქ არავინ მოვიდეს და ამაზე ფიქრიც კი არ გაჩნდეს“, – აღნიშნა ესტონეთის პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა ორი დღის წინ განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინმა 2029-2030 წლისთვის შეიძლება ისე გააძლიეროს თავისი არმია, რომ რუსეთს ნატო-ზე დარტყმის შესაძლებლობა ჰქონდეს.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა ურიადმყოფელი: 1992 წლის 2 თებერვალს, ჯაბას ეს სიტყვები მისმა ბანდამ სისრულეში მოიყვანა და თამარ მეფის გამზირზე მიმავალი დემონსტრაცია ავტომატების ჯერით ჩაცხრილა. შედეგად დაიღუპა 23 და დაიჭრა 186 ადამიანი