გიორგი ტყემალაძე: როდესაც საუბარია იმაზე, რომ დსთ-ს წევრი ქვეყანა, რომელიც აბსოლუტურად ყველა მიმართულებით არის შენს უკან, ის არის პროევროპული და შენ თითქოს გარკვეული პრობლემები გაქვს, რა თქმა უნდა, ეს არის ორმაგი სტანდარტი
როდესაც საუბარია იმაზე, რომ დსთ-ს წევრი ქვეყანა, რომელიც აბსოლუტურად ყველა მიმართულებით არის შენს უკან, ის არის პროევროპული და შენ თითქოს გარკვეული პრობლემები გაქვს, რა თქმა უნდა, ეს არის ორმაგი სტანდარტი, – განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძემ.
მისი თქმით, ვერანაირი პროცესი ვერ შეუშლის ხელს საქართველოს ევროინტეგრაციას.
„დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო თბილისის საკრებულოში. წლიური ანგარიში თბილისის მერიის და ამავდროულად 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცება. ნამდვილად, 2024 წელი როგორც ქალაქის განვითარების მიმართულებით, ასევე პოლიტიკურად იყო ძალიან დატვირთული. საპარლამენტო არჩევნები და მანამდე პროცესებიც თქვენ ძალიან კარგად გახსოვთ, თუ რა ვითარება იყო. ზოგადად, ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები.
ძალიან რთულია, რა თქმა უნდა, როდესაც ხელისუფლებას, რომლის პირობებშიც მიღწეულია აბსოლუტურად ყველა წარმატება ევროინტეგრაციის მიმართულებით, გეუბნებიან, რომ თითქოსდა მოხდა კურსიდან გადახვევა, თითქოსდა რაღაც დააკელი. რეიტინგებში ყოფნა, ეს არის საფინანსო ორგანიზაციების კუთხით, ეკონომიკური ზრდის თუ საკანონმდებლო ბაზის რეფორმირებების მიმართულებით, ევროინტეგრაციის ვალდებულებების შესრულების მიმართულებით და ამ დროს გეუბნებიან, რომ თითქოსდა რაღაც კურსთან გაქვს პრობლემები. ჩვენ ეს გზა გამოვლილი გვაქვს, ნანახი გვაქვს მაშინ, როდესაც ჩვენ ქვეყანას სრულიად დაუმსახურებლად, სამწუხაროდ, არ მისცეს კანდიდატის სტატუსი, მაგრამ ჩვენ მიუხედავად ამისა, გავაგრძელეთ ის რეფორმები, რომლებიც იყო მნიშვნელოვანი და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი.
როდესაც საუბარია იმაზე, რომ დსთ-ს წევრი ქვეყანა, რომელიც აბსოლუტურად ყველა მიმართულებით არის შენს უკან, ის არის პროევროპული და შენ თითქოს გარკვეული პრობლემები გაქვს, რა თქმა უნდა, ეს არის ორმაგი სტანდარტი. ეს არის არასწორი მიდგომა და ჩვენ, რა თქმა უნდა, ამას ვერ შევეგუებით, თუმცა ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს და ვერანაირი პროცესი ვერ შეუშლის ხელს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს“, – აღნიშნა გიორგი ტყემალაძემ.