ჩეხეთის ელჩი – საქართველოსა და ჩეხეთის პრეზიდენტებს შორის უკვე მეორე სატელეფონო საუბარი გაიმართა და პეტრ პაველმა სალომე ზურაბიშვილს რთულ სიტუაციასთან გამკლავებაში დახმარება შესთავაზა

საქართველოსა და ჩეხეთის პრეზიდენტებს შორის უკვე მეორე სატელეფონო საუბარი გაიმართა საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოში ჩეხეთის ელჩი, პეტრ კუბერნატი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს, სადაც საქართველოსა და ჩეხეთის პრეზიდენტებს შორის გამართულ სატელეფონო საუბარს ეხმაურება.
დიპლომატი განმარტავს, რომ პეტრ პაველმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მეორედ შესთავაზა მხარდაჭერა ქვეყანაში არსებულ რთულ სიტუაციასთან გამკლავებაში.
შეგახსენებთ, ჩეხეთის პრეზიდენტმა, პეტრ პაველმა განაცხადა, რომ ქართველ კოლეგას, სალომე ზურაბიშვილს ტელეფონით ესაუბრა. „ვთავაზობ ჩემს მხარდაჭერას პრეზიდენტს ამ რთული ვითარების ნავიგაციის ძალისხმევაში, ასევე, საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც აგრძელებენ ბრძოლას ქვეყნის დემოკრატიული მომავლისთვის“, – დაწერა პაველმა სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

ნუგზარ წიკლაური: პეტერ მადიარის გამარჯვება ეს არის ევროპის ძალიან დიდი გამარჯვება, ორბანი წარმოადგენდა რუსეთის მთავარ “ტროას ცხენს” ევროპაში – დაეცა ის ბასტიონი, რომელსაც ემყარებოდა „ქართული ოცნება“

გიგა ავალიანის საქმის პროკურორი – არსებობს ალექსანდრე გაბაშვილსა და ანი ნასყიდაშვილს შორის მიმოწერა – ის ვრცელი და შინაარსიანია, ცალსახად დგინდება, როგორ საუბრობენ მოსალოდნელ თავდასხმაზე