ნეთანიაუ: „გარკეული წინსვლაა“ მძევლების გათავისუფლების გარშემო მოლაპარაკებაზე

ისრაელის პრემიერმინისტრმა, მ თავისი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს განუცხადა 23 დეკემბერს, რომ „გარკვეული წინსვლაა“ მიღწეული მოლაპარაკებაზე ღაზაში მძევლების გათავისუფლების უზრუნველყოფის მისაღწევად.
„ყველაფერზე, რასაც ვაკეთებთ, ვერ ვილაპარაკებთ. ჩვენ ვმოქმედებთ, რათა ისინი დავაბრუნოთ. მინდა ფრთხილად ვქთვა, რომ არის გარკვეული წინსვლა, და რომ არ შევწყვეტთ მოქმედებას, სანამ მათ შინ არ დავაბრუნებთ,“ – უთხრა ნეთანიაჰუმ ქნესეთის წევრებს.
მოლაპარაკება ჰამასის და ს წარმომადგენლებს შორის -ის, ასევე არაბული ქვეყნების შუამავლობით, ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების გარშემო, რომელიც უკვე თვეებია მიმდინარეობს, ბოლო დღეებში განახლდა. საქმე ეხება სხვათა შორის, მძევლების გათავისუფლებას ისრაელის საპატიმროებში მყოფი პალესტინელების გამოშვების სანაცვლოდ.
შარშან ოქტომბერში შეუტია ისრაელს ჰამასმა (აშშ-სა და ევროკავშირში ტერორისტულად შერაცხილი, რომელიც პალესტინელთა ტერიტორიას, ღაზის სექტორს მართავს), რასაც 1200 პირი ემსხვერპლა და 250 კი მძევლად ჩაიგდეს ხელში.
მძევლების ნაწილი ადრევე გამოუშვეს მოლაპარაკების შემდეგ, დადასტურებულია ნაწილის სხვადასხვა ვითარებაში სიკვდილი, მაგრამ არაა ცნობილი ზუსტი რიცხვი გადარჩენილი მძევლებისა, რომლებიც სავარაუდოდ, ღაზის სექტორში ჰყავთ დატყვევებული. ისრაელის მიერ ჰამასის თავდასხმაზე საპასუხოდ დაწყებულ ომს ღაზის სექტორში დღემდე 45 ათასზე მეტი პალესტინელი ემსხვერპლა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – პოლიტიკოსი თუ უარს ამბობს არალეგიტიმური ხელისუფლების “არჩევნებში” მონაწილეობაზე, მაშინ მეორე გზა არის მშვიდობიანი დამხობა, მშვიდობიანი რევოლუცია – არანაირი მესამე გზა არ არსებობს

ლევან ხაბეიშვილი: გავიგეთ, რომ “ბოიკოტში” ხართ და მერე?! თუ აქცია, პროტესტის ორგანიზებას არ აკეთებ, წინააღმდეგობის გაწევა, მშვიდობიანად, ხალხის ძალით დამხობასაც არ ემხრობი – აბა რა გინდა?! ვინ ხართ თქვენ მართლა?!