„ბევრი ბიზნესმენი ჩვენ სულისკვეთებას არ იზიარებდა, მაგრამ ბევრი გამოხატავდა კრიტიკულ აზრებს” – გიორგი მარგველაშვილი

„ბევრი ბიზნესმენი ჩვენ სულისკვეთებას არ იზიარებდა, მაგრამ არაერთი ბიზნესმენი იყო, რომლებიც გამოხატავდნენ კრიტიკულ აზრებს”, – ამის შესახებ სთან გამართული შეხვედრის შემდეგ „თბილღვინოს“ დამფუძნებელმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა.
ბიზნესის წარმომადგენლების, პრემიერ ირაკლი ს და ლევან დავითაშვილს შორის შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში დაახლოებით 4 საათი გაგრძელდა.
როგორც გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, საქმიანი საზოგადოების მხრიდან არაერთ საკითხზე იყო საუბარი, მათ შორის ისაუბრეს აქციის მონაწილეთა რაოდენობაზე გაკეთებულ შეფასებებზე (თითქოს აქციებს 800-1000 კაცი ესწრება) რაც საზოგადოებას აღიზიანებს და ცეცხლზე ნავთს ასხამს, ასევე მოხდა აზრის დაფიქსირება შეცვლილი საგარეო კურსისა და მასთან დაკავშირებულ საფრთხეებზე, რომ ეს ს წისქვილზე ასხამს წყალს. ბიზნესმენის თქმით, ისაუბრეს ასევე კრიზისიდან გამოსვლის გზებზე, მათ შორის დაკავებულების გათავისუფლებაზე.
„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯები, რომელიც შეუძლია გადადგას სახელმწიფომ თავისი უფლებამოსილებიდან გამომდინარე, ძლიერის მხრიდან გამომდინარე, ეს არის პირველ რიგში დაკავებულების გათავისუფლება და ხელახალი ს დანიშვნა“, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
მისი თქმით, ბევრი ბიზნესმენი ამ სულისკვეთებას არ იზიარებდა, იყო გამოითქვა არაერთი ბიზნესმენის მხრიდან კრიტიკული აზრი.
„ბევრი ბიზნესმენი ჩვენ სულისკვეთებას არ იზიარებდა, თუმცა იყოს არაერთი ბიზნესმენი, რომელიც გამოხატავდა კრიტიკულ აზრებს, მათ შორის დაკავებულებზე, მათ შორის არაპროპორციულ ძალაზე, ასევე როგორ ეპყრობოდნენ დაკავებულებს. გამოითქვა ინიციატივა, რომ გაგრძელდეს შეხვედრები, განსაკუთრებით იმ ჯგუფებთან, ვინც კრიტიკულად არის განწყობილი“ – აღნიშნა „თბილღვინოს“ დამფუძნებელმა.
აღსანიშნავია, რომ „თბილღვინო“ ერთ-ერთია იმ 2200-ზე მეტ კომპანიას შორის, რომელიც #Freebusiness -ის მოთხოვნებს შეუერთდა და ღიად დააფიქსირა მოთხოვნა, აუცილებელია ვითარების სასწრაფო დეესკალაცია. დეესკალაციის ყველაზე პრაგმატული გზა კი არის ახალი არჩევნების დანიშვნა და ბოლო პროცესების დროს დაპატიმრებული ადამიანების ახალ წლამდე გათავისუფლება.