სამხრეთ კორეის დაზვერვა – ჩრდილოეთ კორეა რუსეთში ახალი ჯარების და იარაღის გაგზავნისთვის ემზადება

ჩრდილოეთ კორეა რუსეთში დამატებითი ჯარებისა და სამხედრო აღჭურვილობის, მათ შორის “კამიკაძე დრონების“ გასაგზავნად ემზადება, – უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ გამოცემა Yonhap-ი სამხრეთ კორეის დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით იუწყება.
„სადაზვერვო მონაცემების ყოვლისმომცველი შეფასება აჩვენებს, რომ ჩრდილოეთ კორეა ემზადება რუსეთში განლაგებული ჯარების როტაციისთვის ან მათი რაოდენობის გაზრდისთვის“, – აცხადებენ სამხრეთ კორეის დაზვერვის სამსახურში.
გარდა ამისა, დაზვერვის ოფიციალური პირები აღნიშნავენ, რომ ჩრდილოეთ კორეა იწყებს იმ „კამიკაძე დრონების“ წარმოებას და მიწოდებას, რომელიც პირველად ნოემბერში წარმოადგინეს. დაზვერვის წარმომადგენლები განმარტავენ, რომ ამის მიზეზი არის ჩრდილოეთ კორეის სურვილი, მოიპოვოს პრაქტიკული გამოცდილება საომარ მოქმედებებში და განაახლოს თავისი შეიარაღების სისტემა.

ასევე დაგაინტერესებთ

ურსულა ფონ დერ ლაიენი – მღელვარე სამყაროში, რომელიც სულ უფრო სწრაფად მოძრაობს, შობა გვთავაზობს პაუზის იშვიათ მომენტს, რომ ვისუნთქოთ, შევანელოთ ტემპი და გავიხსენოთ, რა არის ნამდვილად მნიშვნელოვანი

კახა კალაძე – მიღწეული შედეგები ნათლად წარმოაჩენს, რაოდენ მნიშვნელოვანია ქვეყანაში ძლიერი თვითმმართველობის არსებობა – ძლიერი თვითმმართველობა ქმნის მყარ საფუძველს ძლიერი, წარმატებული საქართველოსთვის