ირაკლი კობახიძის განცხადებით, იზიარებს პოზიციას, რომ პიროტექნიკის გამოყენება არის მკაცრად შესაზღუდი, მაგრამ „ლელოს“ კანონპროექტს „ქართული ოცნება“ მხარს არ დაუჭერს და საკუთარს დააინიცირებს

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პიროტექნიკის გამოყენების მკაცრი შეზღუდვის პოზიციას იზიარებს, თუმცა, ამ საკითხზე „ლელოს“ კანონპროექტს „ქართული ოცნება“ მხარს არ დაუჭერს და საკუთარს დააინიცირებს. როგორც მან აღნიშნა, კანონპროექტს პარლამენტში სავარაუდოდ, გაზაფხულზე შეიტანენ.
„ვიზიარებ პოზიციას, რომ პიროტექნიკის გამოყენება არის მკაცრად შესაზღუდი, მხარს დავუჭერდი ასეთ კანონის მიღებას, მაგრამ„ლელო“ არის ანტისახელმწიფოებრივი ძალა, “ლელოს“ არც ერთ კანონპროექტს მხარს არ დავუჭერთ. რაც შეეხება თემას, ამაზე მე მაქვს ჩემი პოზიცია, ვიცი, რომ ჩემს თანაგუნდელებსაც აქვთ მსგავსი პოზიცია. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, დავაინიცირებთ კანონპროექტს, რომელსაც მხარს დავუჭერთ. „ლელოს“ კანონპროექტის მხარდაჭერა, რა თქმა უნდა, ჩვენს გეგმებში არ შედის,“ – განაცხადა მ.
ინფორმაციისთვის, “ლელოს” დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა დღეს პარლამენტში ბრიფინგი გამართა, სადაც პიროტექნიკის გამოყენების შედეგად ბავშვის დაზიანებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ პარლამენტში 9 თვეა შემოტანილია მათი კანონპროექტი პიროტექნიკის მკაცრი რეგულირების თაობაზე, რომელსაც პარლამენტი არ განიხილავს და ამ ხნის მანძილზე არც საკუთარი ვერსიას აინიცირებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო წილოსანი – სანქციები არის უსამართლობა – დიდი ხანია ჩვენ ამ დაშინების ქვეშ ვართ, უბრალოდ, თავს ვერ მივცემთ უფლებას გარედან ზეწოლამ გვაიძულოს ისეთ მოცემულობაში ჩავაყენოთ ქვეყანა, რომ ისტორიამ მოღალატეებად განგვსაჯოს