ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის განცხადებით, ჩინეთი მიანმარის დაპირისპირებულ მხარეებს შორის მოლაპარაკებების გამართვას მიესალმება

ჩინეთი მიანმარის დაპირისპირებულ მხარეებს შორის მოლაპარაკებების გამართვას მიესალმება, – ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მაო ნინგმა განაცხადა.
„ჩვენ გვჯერა, რომ ჩრდილოეთ მიანმარში სიტუაციის განმუხტვა ყველა მხარის ინტერესებშია და იგი ჩინეთ-მიანმარის სასაზღვრო ზონაში მშვიდობასა და სტაბილურობას შეუწყობს ხელს“, – განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მაო ნინგმა.
მიანმარის მმართველი არმიის წარმომადგენლის ცნობით, გუშინ, ჩინეთის ხელშეწყობით აჯანყებულებთან მოლაპარაკებები გამართეს.
„ჩინეთი მოხარულია ჩრდილოეთ მიანმარის კონფლიქტის მონაწილე მხარეებს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების გამართვით და ჩვენ მზად ვართ, რომ ამ მიზნით მხარდაჭერა გავაგრძელოთ“, – აღნიშნა მაო ნინგმა.
შეგახსენებთ, რომ მიანმარის მმართველ არმიასა და აჯანყებულებს შორის კონფლიქტი 2021 წლის სამხედრო გადატრიალების შემდეგ დაიწყო.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო წილოსანი – სანქციები არის უსამართლობა – დიდი ხანია ჩვენ ამ დაშინების ქვეშ ვართ, უბრალოდ, თავს ვერ მივცემთ უფლებას გარედან ზეწოლამ გვაიძულოს ისეთ მოცემულობაში ჩავაყენოთ ქვეყანა, რომ ისტორიამ მოღალატეებად განგვსაჯოს