მიხეილ სარჯველაძე – ოკუპაციის კიდევ ერთი მსხვერპლი გვყავს და ეს ტრაგედიაა, მაგრამ ზოგიერთი ოპოზიციონერის მხრიდან რუსეთთან ენის მოჩლექასა და დამოკიდებულებების ცვლილების საჭიროებაზე საუბარი, ქვეყნის ინტერესების მტრობაა

მთელი საქართველოსთვის არის სამძიმარი სათქმელი, იმიტომ რომ გვყავს ოკუპაციის კიდევ ერთი მსხვერპლი და ეს არის ტრაგედია, რომელიც ქვეყანას სჭირს, მაგრამ სამწუხაროდ, აქ ზოგიერთი ოპოზიციონერი დეპუტატის მხრიდან გაკეთებული განცხადებები ქვეყნის ინტერესების მტრობაა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, მ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მან სეპარატისტული რეჟიმის ე.წ. მილიციელის მიერ ცემის შედეგად საქართველოს მოქალაქის, თემურ კარბაიას გარდაცვალების გამო სამძიმარი გამოხატა.
„რა თქმა უნდა, სამძიმრით დავიწყებ. მთელი საქართველოსთვის არის სამძიმარი სათქმელი, იმიტომ რომ გვყავს ოკუპაციის კიდევ ერთი მსხვერპლი. ეს არის ტრაგედია, რომელიც სჭირს ქვეყანას, მაგრამ, სამწუხაროდ, უნდა ვთქვა, რომ აქ ზოგიერთი ოპოზიციონერი დეპუტატის მხრიდან გაკეთებული განცხადებები, საუბარი ენის მოჩლექაზე რუსეთთან დაკავშირებით, დამოკიდებულებების ცვლილების საჭიროებასთან დაკავშირებით და ა.შ. სინამდვილეში, ეს არის გაგრძელება იმისა, რასაც ჰქვია პოლიტიკური დღის წესრიგი და ქვეყნის ინტერესების მტრობა. მტრობას პირდაპირ ვამბობ, იმიტომ რომ რეალურად, ყველას ძალიან კარგად ესმის და უპირველესად, ესმის საქართველოს მოსახლეობის უდიდეს უმრავლესობას, რომ საქართველოს არავითარი ფუფუნება არ აქვს, ისაუბროს სხვა ნებისმიერ რამეზე, გარდა პრაგმატული, სწორი, პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმაზე, რასაც შეუძლია საქართველოს დეოკუპაცია. ხომ კარგად გესმით ყველას ოპოზიციაშიც, მათ შორის, რომ მილიტარისტული განცხადებების კეთება არ არის ის, რაც საქართველოს დეოკუპაციას მოუტანს დღეს, ან რომელიმე მოქალაქის უფლების დაცვას. მე მგონი, ამასაც ყველა კარგად უნდა ხვდებოდეს და ხვდება კიდევ, მაგრამ სამწუხაროდ, ოპოზიციას აქვს დღის წესრიგი ისეთი, რომელიც განაპირობებს ამ შემთხვევაში სრულიად საპირისპიროს ლაპარაკს“, – განაცხადა სარჯველაძემ.
შეგახსენებთ, არსებული ცნობებით, ოკუპირებულ გალის რაიონში საქართველოს მოქალაქეს, თემურ კარბაიას, საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. მილიციის თანამშრომლებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და სცემეს. თემურ კარბაია საავადმყოფოში გადაყვანისთანავე გარდაიცვალა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო წილოსანი – სანქციები არის უსამართლობა – დიდი ხანია ჩვენ ამ დაშინების ქვეშ ვართ, უბრალოდ, თავს ვერ მივცემთ უფლებას გარედან ზეწოლამ გვაიძულოს ისეთ მოცემულობაში ჩავაყენოთ ქვეყანა, რომ ისტორიამ მოღალატეებად განგვსაჯოს