– რაზეც ვსაუბრობდით ამ სამი წლის განმავლობაში აქტიურად, ამაზე უკვე ტრამპის ადმინისტრაციის მომავალი წევრები საუბრობენ – ჩვენ გვაქვს იმედი, რომ „დიფ სთეითის” პრობლემა სრულად დაიძლევა

რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით ამ სამი წლის განმავლობაში აქტიურად, პრაქტიკულად, ამაზე უკვე ტრამპის ადმინისტრაციის მომავალი წევრები საუბრობენ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
პრემიერმა გამოთქვა იმედი, რომ „დიფ სთეითის” პრობლემა სრულად დაიძლევა.
„ჩვენ დიდი ხანია ვსაუბრობდით ამ პრობლემაზე. ეს არის არაფორმალური გავლენები და „დიფ სთეითი” არის ამ არაფორმალური გავლენების, გლობალური ომის პარტიის მთავარი ინსტრუმენტი. რაზეც ვსაუბრობდით მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ჩვენ, იმაზე აქტიურად დაიწყეს საუბარი ს გუნდის წევრებმა. ეს არის რეალობა. თავიდან ძალიან გაუჭირდა ქართულ საზოგადოებას ამ გზავნილების მიღება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ყველამ დაინახა, სად იყო სიმართლე. ყველას ძალიან კარგად ესმის, რომ ამ ოთხი წლის განმავლობაში არ მართავდა ამერიკის შეერთებულ შტატებს. მას უბრალოდ, ამის რესურსი არ ჰქონდა. რეალურად, დღის შუქზე გამოვიდა ის პრობლემები, რაც ჰქონდა -ში ოფიციალურ სტრუქტურებს, იგივე პრობლემები აქვს ევროკავშირში ოფიციალურ სტრუქტურებს. ანუ, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით ამ სამი წლის განმავლობაში აქტიურად, პრაქტიკულად, ამაზე უკვე ტრამპის ადმინისტრაციის მომავალი წევრები საუბრობენ. ეს არის ის სამწუხარო რეალობა, რაც იყო ამ ოთხი წლის განმავლობაში შექმნილი, როგორც -ის, ისე ევროპის ოფიციალურ სტრუქტურებში. ჩვენ გვაქვს დიდი იმედი, რომ ორივე მიმართულებით „დიფ სთეითის” პრობლემა სრულად დაიძლევა. ამაზე არის დამოკიდებული საქართველო აშშ-ის ურთიერთობების სრულად გაჯანსაღება, ასევე საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების გაჯანსაღება”, – განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შარაშიძე – „ოცნებაში“ კარგად იციან, რომ საგამოძიებო კომისია, რომელიც პროტესტანტების წინააღმდეგ ქიმიური ნივთიერებების გამოყენების გამოძიებას შეეხება, მიგვიყვანს საკითხზე, ვინ გასცა 20 ივნისს რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება

ვახტანგ ძაბირაძე – სალომე ზურაბიშვილმა თავისი როლის შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, ხაზარაძე-ჯაფარიძის ნაკლები აქტიურობა კი შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ რაღაც გეგმაზე ფიქრობენ, თუმცა არც იმას გამოვრიცხავ, პოლიტიკიდან გავიდნენ