ბესიკ ხარანაული – ღმერთო, ამას გთხოვ, საქართველო ხო გამთლიანდა? მკვდარი ვიყავი, გაღვიძება დამაგვიანდა

ღმერთო, ამას გთხოვ, საქართველო ხო გამთლიანდა?
ღმერთო, ამას გთხოვ,
საქართველო ხო გამთლიანდა?
მკვდარი ვიყავი,
გაღვიძება დამაგვიანდა,
ანდა სხვა რამე
ნაკლთა გამო ადამიანთა –
ღმერთო, ამას გთხოვ,
საქართველო ხო გამთლიანდა?
ამერთა წყალში
იმერთ თევზი
ხო ასრიალდა,
ყველა მხრის ქარი
თავზე რისხვად
ხო დასტრიალდა,
რაც ცოდვა ჰქონდა,
დროშად ყველა ხო აფრიალდა,
ხო განიბანა სისხლით,
ტანჯვით გამადლიანდა,
ხო გაიფანტა,
სიწმინდენი დანაგვიანდა,
ხო ჰყავ წყალობა
დავითიან-თამარიანთა,
ხო მიეც ბარი და ნიჩაბი
ადამიანთა…
რომ მიწას ოფლი დააწვიმონ,
სანთელს ცრემლები,
რომ გზაზე მგზავრი დააყენონ,
მთაზე – მცველები,
ღმერთო, ამას გთხოვ,
მთელი სულით, მთელი გულითა,
რო გაიხარებს
მამა _ შვილით,
დაკაგულითა,
გააძღე ჩემი საქართველო
არა პურითა,
არა ღვინითა,
არა წყლითა,
– სიყვარულითა.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი – მე ვრჩები ერთგული იმ ქვეყნის კონსტიტუციის, რომლის წინაშე ფიცი 6 წლის წინ დავდე, კონსტიტუცია, რომელიც გათელეს ფეხქვეშ, მაგრამ დგას, როგორც დგას საქართველო – არავინ არ ჩათვალოს, რომ არ ვარ ყველას პრეზიდენტი – ვარ და ვიქნები

პრეზიდენტი – ილია და აკაკი უყურებენ ახალ საქართველოს, რომელიც თქვენით დაიბადა, ხვალ, ზეგ ძლიერი და ევროპული იქნება, ამას ვერავინ გააჩერებს – მართალია თქვენ აქ „რაღაც 300 კაცი“ ხართ, მე გისოსების უკან ყოფნას დამპირდნენ, მაგრამ ჩვენ ხომ არ გვეშინია?