ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე საცხოვრებელ კორპუსში ხანძარია

ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე საცხოვრებელ კორპუსში ხანძარია.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი საცხოვრებელი კორპუსის სახურავზეა.
„ხანძარი ლოკალიზებულია. დაშავებულებზე ინფორმაცია ამ ეტაპზე არ შემოსულა. ადგილზე სახანძრო სამაშველო სამსახურის თანამშრომლები მუშაობენ“, – განაცხადეს უწყებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი: ყოველთვის ვიყავი და ვარ ერთობის მომხრე, მაგრამ თუ ეს ერთობა იმდენად მყიფეა, რომ ყველაფერზე ძალიან ადვილად წყობიდან გამოდის და აპირებს მე ცენზურა დამიწესოს, მას ძალა ვერ ექნება რეჟიმთან ბრძოლისთვის