კლინიკებში მიმართვიანობა გაიზარდა – რომელი ვირუსები ცირკულირებს საქართველოში

H1N1 და კოკსაკი – საქართველოში ახლა აქტიურად ეს ორი ვირუსი ცირკულირებს. ბოლო ერთ კვირაში შემთხვევები გაორმაგდა. ე.წ. ღორის გრიპისა და ენტეროვირუსის გართულებებით მიმართვიანობა გაზრდილია ბავშვთა კლინიკებში.
გრიპის ვირუსის სიმპტომებით ბავშვთა კლინიკებს თვითდინებით პაციენტები მაღალი ცხელებით მიმართავენ. მშობლები ჰყვებიან, რომ ტემპერატურის დაწევას სახლის პირობებში მედიკამენტებით ვერ ახერხებენ.
ექიმების თქმით, ბოლო ერთ კვირაში კლინიკებში მიმართვიანობა გაორმაგდა. სხვა სეზონურ ვირუსებთან ერთად ახლა საქართველოში ყველაზე აქტიურად H1N1, ანუ ე.წ. ღორის გრიპი ცირკულირებს. მაღალი ტემპერატურით, სასუნთქი გზების პრობლემებით, ბრონქიტით და გართულების შემთხვევაში პნევმონიით.
ციციშვილის კლინიკაში ამბობენ, რომ გარდა A ტიპის ვირუსისა, გავრცელებულია B ტიპის ვირუსებიც. ბავშვებში გახშირდა სხვა ინფექციური დაავადებებიც. განსაკუთრებით ამახვილებენ ყურადღებას კოკსაკის ვირუსზე, რომელიც სწრაფი გავრცელებით ხასიათდება.
ვირუსების შემთხვევები მნიშვნელოვნად მზარდია ზრდასრულებშიც. გართულებებით კლინიკებს მეტწილად ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტები და ორსულები მიმართავენ.
სეზონური ვირუსების გავრცელების დინამიკის გათვალისწინებით, ექიმები პიკს იანვრის შუა რიცხვებში ელოდებიან. პრევენციის მიზნით კი მოქალაქეებს ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკა ხერხეულიძე: დღეს ყოველი ჩვენგანი თავისუფალია და “ის” ერთი კაცია პატიმარი… რა კარგები ვართ, რა გადასარევები, როგორ მოგვწონს საკუთარი თავები თავისუფალ ცურვაში, სანამ მიშა ბორკილდადებული გვეგულება..

მიხეილ ყაველაშვილი – ომის დაწყებაში ქვეყანას კი არ ვადანაშაულებთ – ყველა ჩვენგანმა ვერ უზრუნველვყავით, რომ მოვქცეულიყავით როგორც საქართველოს ხელისუფლებას შეეფერება, ვსაუბრობ წინამორბედებზე, მათ გარკვეული კითხვები დატოვეს