ტრამპის მოთხოვნაა, NATO-ს მოკავშირეებმა თავდაცვის ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ

FT-ის ინფორმაციით, ტრამპის საგარეო პოლიტიკის გუნდმა უკვე აცნობა ევროპელ ოფიციალურ პირებს, რომ ტრამპის მოთხოვნაა, NATO-ს მოკავშირეებმა თავდაცვის ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ.
ცოტა ხნის წინ -ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „ენბისი ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ დარჩება ალიანსში მხოლოდ მაშინ, თუ მას სამართლიანად მოექცევიან. ტრამპმა ხაზი გაუსვა, რომ მოკავშირეები საკმარის ინვესტიციას თუ არ განახორციელებენ თავდაცვაში, აშშ ნატო-ს დატოვებას განიხილავს.
„ისინი თუ გადაიხდიან გადასახადებს და სამართლიანად მოგვექცევიან, მაშინ პასუხი არის, რომ მე აბსოლუტურად დავრჩები ნატო-ში“, – განაცხადა ტრამპმა.