ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – საქართველოში გამართულ ბოლო არჩევნებზე დემოკრატიული უფლება დაირღვა – ოდირის დასკვნების გათვალისწინება და რეკომენდაციების შესრულება უნდა მოხდეს

ოდირის დასკვნების გათვალისწინება და რეკომენდაციების შესრულება უნდა მოხდეს, – ასე ეხმაურება ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ელინა ვალტონენი საქართველოში 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შესახებ ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნას.
„შურისძიების შიშის გარეშე არჩევნებში ხმის მიცემის შესაძლებლობა დემოკრატიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია. საქართველოში გამართულ ბოლო არჩევნებზე აღნიშნული დემოკრატიული უფლება დაირღვა. ოდირის დასკვნების გათვალისწინება და რეკომენდაციების შესრულება უნდა მოხდეს“, – წერს ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სოციალურ ქსელ X-ზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: და ამ ქვეყანაში კიდე ვიღაცები კითხულობენ, ვართ თუ არა უკვე რუსეთში? და კიდე რაღაცა ნიშნებს ელოდებიან, რომ დარწმუნდნენ იმაში, რომ ამ ქვეყანაში თავიდან ბოლომდე არის რუსული რეჟიმი